კოდორის ხეობაში შეიარაღებული შეტაკებები აფხაზ და ჩეჩნურ-ქართულ დაჯგუფებებს შორის გრძელდება, აცხადებს თვითგამოცხადებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი მიქანბა. მისი თქმით ტერორისტებმა არ შეასრულეს აფხაზური მხარის ულტიმატუმი და არ დატოვეს კოდორის ხეობა 7 ოქტომბრის 10 საათამდე.
გუშინ ა.შ.შ.-დან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციის ნაწილია.
ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩეჩენი მეომრები არ იმყოფებიან.