“რეზონანსი”
დღევანდელ “რეზონანსში” ვხვდებით სტატიას სათაურით “მასობრივი ტერორიზმის საფრთხე კავკასიაში”, სადაც საუბარია სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ახლა ან ადრე არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებსა და მათ მიერ განხორციელებულ ტერორიტულ აქტებზე.
სომხეთის ტერორისტულ ორგანიზაციათა შორის ყველაზე აქტიური “სომხეთის საიდუმლო არმიაა”. იგი ძირითადად მიმართულია თურქების წინააღმდეგ. მას 21 ტერორისტული აქტი აქვს ჩადენილი ევროპის, აზიის და ამერიკის ტერიტორიებზე. გაზეთის ინფორმაციით, აღნიშულ ტერორისტულ ჯგუფს სეპარატისტული პოლიტიკა გააჩნია საქართველოს მიმართაც. კერძოდ, მათი წევრები მოითხოვენ სამცხესა და ჯავახეთის ტერიტორიების სომხეთისთვის გადაცემას.
აზერბაიჯანში ტერორისტული ორგანიზაციებიდან გამოიყოფა “ალჰარამანი”. გავრცელებული ინფორმაციით, “ალაჰარამანი” არ იყო ძლიერი ორგანიზაცია და ერთი წლის წინ საერთოდ დაიხურა. აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა ტრანსნაციონალური ჯგუფების მიერ ქართველი მოქალაქეების წინააღმდეგ ეთნიკური კონფლიქტების გაღვივების მცდელობა, რაშიც აზერბაიჯანელებიც მონაწილეობდნენ.
ტერორიზმი გარკვეულწილად საქართველოშიც იყო გავრცელებული. ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში 90-იან წლებში მოქმედებდა, “ალგეთის მგლები” ერქვა. მას ორი მანქანა აქვს აფეთქებული და საქართველოში ანტირუსულ კამპანიის წარმართვდა. “ალგეთის მგლებმა” გააქტიურება ვეღარ შეძლო და დაიხურა.
“რეზონანსს” მოჰყავს მთელი რიგი ტერორისტული აქტებისა, რომლებიც საქართველოში განხორციელდა. ტერორიტების მიერ არის მოკლული რამდენიმე ცნობილი ქართველი ფიგურა. გარდა ამისა, პრეზიდენტ შევარნდაძის წინააღმდეგ ორჯერ განხორციელდა თავდასხმა. გაზეთს ასევე მოჰყავს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტი. “საზოგადოებაში ცნობილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ სანაიას მკვლელობა პოლიტიკური მოტივითაა ჩადენილი, ამიტომ იგი ტერორიტული ხასიათის დანაშაულად უნდა ჩაითვალოს”, მიაჩნია გაზეთი.
ეყრდნობა რა კონფიდენციალურ წყაროს, “რეზონანსი” აცხადებს, რომ კავკასიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს კავშირი აქვთ რუსეთის კრიმინალურ დაჯგუფებებთან და სპეცსამსახურებთან.
“საქართველოში ტერორიზმის დამკვიდრების საფრთხე კიდევ არსებობს”, წერს “რეზონანსი”. “საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობისა და აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის გათვალისწინებით, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ადგილობრივი ტერორისტული ჯგუფების აქტივიზაცია და საერთაშორისო ტერორისტების შემოღწევა საქართველოს ტერიტორიაზე”, ნათვამია საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.