ახალი ამბები

ჟვანია უმრავლესობის შენარჩუნებას ცდილობს

პარლიამენტის თავჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ამ წუთებში მიმდინარე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე წარადგინა პროექტი, რომლის საფუძველზეც უმრავლესობის შენარჩუნება უნდა მოხდეს. ამ დროისთვის პროექტის შინაარში ცნობილი არ არის. ჯერ-ჯერობით არც ის არის ცნობილი ჩამოყალიბდება თუ არა რეფორმატორთა ფრაქცია რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები უნდა გაერთიანებულიყვნენ.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხვალ შეიქმნება ახლი ფრაქცია, რომლის ბირთვსაც ქვემო ქართლის დეპუტაცია, ანუ ლევან მამალაძის გუნდის წევრები შეადგენენ. ეს ფრაქცია უმრავლესობაში დარჩება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი” და უმრავლესობა რეფორმატორთა კიდევ ერთმა წარმომადგენელმა კოტე კემულარიამ დატოვა.

უმრავლესობის სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button