სამინისტროების კვირის მუშაობის მიმოხილვა. 22-29 სექტემბერი, 2001

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასულ კვირას, აფხაზეთში გართულებული მდგომარეობის ფორნზე ძალოვანი სამინისტროები ყურადღების ეპიცენტრში მოექცნენ.

24 სექტემბერს პრეზიდნეტ შევარდნაძესთან შეხვედრისას, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის გარდა, უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრები, ასევე გენერალური პროკურორი ესწრებოდნენ, განიხილეს არსებული ვითარება და კონკრეტული ღონისძიებებიც დასახეს, რომელთა ამოქმედებაც, პრეზიდენტის თქმით 26 სექტემბრიდან დაიწყო. კონკრეტულად თუ რა სახის ღონისძიებებზეა საუბარი ამის შესახებ ძალოვანი მინისტები არ საუბრობენ.

26 სექტემბერს კახა თარგამაძის წინააღმდეგ ე.წ. ჟვანია-სააკაშვილის გუნდი გამოდის. იუსტიციის ყოფილი მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტარები, კაბა დავითაშვილი, კოტე კემულარია, პეტრე ცისკარიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს აფხაზეთში შექმნილი ვითარების პროვოცირებაში დაადანაშაულეს. სააკაშვილის განცხადებით, თარგამაძე ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას და სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებს ცდილობს, რათა ისარგებლოს და ხელისუფლება ჩაიგდო ხელში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს ბრალდება იმავე დღეს უარყო.

28 სექტემბერს კი შინაგან საქმეთა მინისტრი მოსკოვში მიემგზავრება სადაც თავის რუს კოლეგასთან მოლაპარაკებებს მართავს.


თავდაცვის სამინისტრო

ბოლო პერიოდამდე საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში სამხედრო საკითხებზე გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობისაგან თავს იკავებდა. გასულ კვირას, მოსკოვში გამართულ დ.ს.თ.-ის განერალური შტაბების მეთაურთა შეხვედრაზეც საქართველოს გენშტაბის მეთაური ჯონი ფირცხალაიშვილი მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. თუმცა აფხაზეთში გაუარესებულმა ვითარებამ გარემოებები შეცვალა და ფირცხადალიშვილი მოსკოვში გაემგზავრა. მან შეხვედრები გამართა როგორც თავის რუს კოლეგასთან ასევე ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლებთანაც.

მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ჯონი ფირცხალაიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს საფრთხე არ ემუქრება. გენშტაბის მეთაურის თქმით, მან დაარწმუნა ოფიციალური მოსკოვი, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩეჩენი მეომრები არ იმყოფებიან.

* * *

24 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ორი სამხედრო ვერტფრენი შეემატა. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ვერტმფრენები გრანტის სახით გადასცა. ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მოხედვითYთურქეთი ვერტმფრენებს 5 წლის განმავლობაში უფასოდ გაუწევს ტექნიკურ მომსახურეობას. ვერტმფრენებთან ერთად საქართველოს მხარეს 200 ტონა ავია საწვავიც გადმოეცა.

ყველაფრიანად დახმარების ღირებულება 20 მილიონ დოლარს აღწევს.
სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო

აფხაზეთში გაუარესებული ვითარებისა და რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის გამო უშიშროების მინისტრს პარლამენტში მისვლა და დეპუტატთათვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება მოუხდა.

სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ დეპუტატები სხდომის შემდეგ უკმაყოფილონი იყვნენ. პარლამეტარების განცხადებით უშიშროების მინისტრის მიერ მოწედებული ინფორმაცია არასფრის მთქმელი იყო.

* * *

როგორც გასულ კვირას გახდა ხნობილი, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში შემუშავებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უშიშროებას საშუალება მიეცემა სასამართლოსა და პროკურატურის თანხმობის გარეშე ეჭვმიტანილის სატელეფონო საუბრების მოსმენა განახორციელოს. ამ კანონპროექტის დამტკიცების აუცილებლობას უშიშროების სამინისტრო საქართველოში არსებული რთული მგომარეობით ხსნის.

კანონპროექტი უშიშროების საბჭომ უკვე განიხილა და მოიწონა კიდეც. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის ექს-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი კანონპროექტის წინააღმდეგი იყო. ახალი მინისტრი რონალდ გილიგაშვილი კი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.


საგარეო საქმეთა სამინისტრო

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, განსაკუთრებით კი გასულ კვირას გავრცელდა მოსაზრება, რომ საქართველომ საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალა და დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადაიხარა. ამ მოსაზრების გავრცელებას გარკვეულ წილად ხელი პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ 26 სექტემბერს გაკეთებულმა განცხადებამ შეუწყო ხელი. მან აღიარა, რომ საქართველოს ტეროტორიაზე არიან ტერორსტები და რომ საქართვლო ყველანაირად მზად არის ითანამშრომლოს რუსეთთან ტორორიზმის დასაძლევად.

28 სექტემბერს ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი ბალანსირებული პოლიტიკის წარმოებაა”. მისი განცხადებით, საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა, როგორც დასავლეთთან და კერძოდ ა.შ.შ.-თან.

* * *

25 სექტემბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს მიერ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებები შესრულების საკითხი განიხილეს. ეს პროცესი ევროპის საბჭომ საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. “საქართველო ჯერ კიდევ საკმაოდ შორს არის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან”, ნათქვამია ევროპის საბჭოს პრეს-რელიზში. განსაკუთრებული ყურადღება სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, ასევე რელიგიურ თავისუფლებებზე გაკეთდა.

დებატების შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპის საბჭო საქართველოში მონიტორინგს შემდგომშიც გააბრძელებს.


იუსტიციის სამინისტრო  

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ყოფილი თანამშრომლები ბრუნდებიან.

28 სექტემბერს პარლამენტმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე ყოფილი გენპროლურორის მოადგილე რინალდ გილიგაშვილი დაამტკიცა. მას 118 დეპუტატმა მისცა ხმა ერთის წინააღმდეგ. გილიგაშვილი პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე იყო.

* * *

როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, ოქტომბერში იუსტიციის სამინისტროს კონტროლის პალატა შეამოწმებს. როდესაც იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იყო, ჟვანიას გუნდის მოწინააღმდეგე დეპუტატებს სამინისტროს შემოწმება არა ერთხელ მოუთხოვიათ.

კონტროლის პალატის მიერ შემოწმება იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლს ითვალისწინებს.


ფინანსთა სამინისტრო

საერთაშორისო სავალიუტო ფონდი (ს.ს.ფ.) საქართვლოს საგარეო დავალიანების ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. “საქართველოს, სომხეთის მოლდავას, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ბოლო 10 წლის მანძილზე ვალების ზრდა საფთხეს უქმნის ამ სახელმწიფოთა ფინანსურ სტაბილურობას და შეშფოთებას იწვევს ამ ქვეყნებში მოსახლეობის დაბალი შემოსავლების სიღარიბის მაღალი დონის გამო”, ნათქვამია ს.ს.ფ.-ის მოხსენებაში “მსოფლიოს ეკონომიკური პერსპექტივები”.

ს.ს.ფ. აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას აღნიშნული ქვეყნებისთვის დამატებითი დახმარების გაწევა მოუწევს.

Exit mobile version