“ალია”, “დილის გაზეთი”
“გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოს დღეს ათასობით ჩეჩენი ლტოლვილი აფარებს თავს. საზოგადოების ერთი ნაწილი მათ “ბოევიკებს”, ან თუნდაც ტერორისტებს უწოდებს”, წერს “დილის გაზეთი”.
აშშ-ში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო დაიძაბა. “ჩანს, მოსკოვში ჩათვალეს, რომ ვაშინგტონს თავისი პრობლემები ყოფნის და პატარა თბილისის პრობლემებისათვის ვერ მოიცლის”, წერს “ალია”. რუსეთის მას-მედია თუ პოლიტიკოსები განაგრძობენ ბრალდებების გავცელებას, თითქოს საქართველოს ტერიატორიას ტერორისტები აფარებდნენ თავს.
საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩნების უკანონოდ არსებობას ბოლო დრომდე უარჰყოფდა, “მაგრამ, ჩანს, მოსკოვის ზეწოლა დიდია და შევარდნაძე მზად არის, რუსეთს ის 13 პიროვნება გადასცეს, რომლებმაც უკანონოდ შემოაღწიეს საქართველოს ტერიტორიაზე”. გარდა ამისა, შევარდნაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე დაგმო საქართველოში ჩეჩნეთის ე.წ. წარმომადგენლობა და მას კანონგარეშე უწოდა. მიუხედავად ყოველივე ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არასოდეს დაეთანხმება იმას, თითქოს ყველა ჩეჩენი ტერორისტია.
“მოკლედ, როგორც ყოველთვის, შევარდნაძე შეეცადა, არც მწვადი დაეწვა და არც შამფური”, აღნიშნავს გაზეთი. შევარდნაძე მალე აშშ-ში მიემგზავრება. მას იმედი აქვს, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერას მოიპოვებს. გაზეთს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს იმ დღეებში დაარტყავს, როდესაც აშშ ავღანეთზე მიიტანს იერიშს, ამერიკა და მთლიანად დასავლეთი საქართველოსთვის ნამდვილად ვერ მოიცლის.
გაზეთი შევარდნაძის ბალანსირების პოლიტიკას აკრიტიკებს, როდესაც აცხადებს, რომ თბილისს არც უცდია მოსკოვთან ურთიერთობების დარეგულირება, თუმცა ჯიუტად განაგრძეობს დსთ-ში ყოფნას. “დარტყმის საფუძველი რუსეთს არ გააჩნია”…. აცხადებს შევარდნაძე, მაგრამ საქარველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რათა უარჰყოს გავრცელებული ხმები პანკისისა და კოდორის ხეობებში ჩეჩენი ბოევიკების ყონის თაობაზე.