ახალი ამბები

ბიუჯეტი კვლავ არ სრულდება

აგვისტოს თვის ბიუჯეტს 7 მილიონი ლარი დააკლდა. ამის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წინა თვის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნა.

აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ კვლავ არ გადმორიცხა ცენტრალურ ბიუჯეტში 3 მილიონი ლარი. აგვისტოს ბიუჯეტში არსებული დანრჩენილი ოთხ მილიონიანი გარღვევა კი საბაჟო დეპარტამენტის ხარჯზე მიდის.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მონაცემები რეალობას არ შეესაბამება და წინა თვის ბიუჯეტში გარღვევა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ეროვნული ბანკი აცხადებს. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button