აჭარაში დისლოცირებული მე-12 რუსული სამხედრო ბაზის ნაწილი გურიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე გამაგრდა. `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერისგან ოფიციალურ თბილისს სიურპრიზები არ აკლია… ბოლო სიურპრიზი ამჯერად სამხედრო ხასიათის აღმოჩნდა”, წერს `ახალი თაობა~ და დარწმუნებულია, რომ რუსულ ჯარს გადაადგილების საშუალება ასლან აბაშიძემ მისცა.
რუსეთის მე-12 სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე რუსეთის საჯარისო დანაყოფებმა სამხედრო წვრთნები გამართეს, რომელიც 24 აგვისტოს დასრულებულად გამოცხადდა. ამის შემდეგ, წვრთენებში მონაწილე ერთ-ერთი ქვედანაყოფი შეთანხმების გარეშე რუსული დროშის ქვეშ იქნა დისლოცერებული აჭარა-გურიის საზღვრის მახლობლად.
`ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდლობა ქობულეთის მახლობლად რუსეთის საჯარისო ნაწილების დროებით დისლოკაციას უკანონოდ არ თვლის და აცხადებს, რომ ყოველივე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან იქნა შეთანხმებული~, წერს `რეზონანსი~. `ახალ თაობას~ მიაჩნია, რომ რუსული ჯარის დისლოკაცია სწორედ ასლან აბაშიძის ნებართვით მოხდა, ვინაიდან `აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მის გარეშე გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს~.
თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსმა ჯონი ფირცხალაიშვილმა `რეზონანსთან~ საუბრისას განაცხადა, რომ რუსი სამხედროების მოქმედება უკანონოა და ის გაგრძელებაა მათი უკანონო მოქმედებებისა აფხაზეთში გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით. `ახალ თაობის~ აზრით, ასლან აბაშიძე საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს მაშინ, როდესაც ნებას რთავს რუსულ ჯარს თავისუფლად გადაადგილდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
`რეზონანსი~, `ახალი თაობა~