Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:58 - 22 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრნადაკი: ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას
Civil Georgia, Tbilisi / 12 იან.'18 / 13:04

ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ჩრნადაკმა განაცხადა 11 იანვარს, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ვიზიტმა ბანია ლუკაში რესპუბლიკა სრპსკას საერთაშორისო იმიჯი დააზიანა და მისი მნიშვნელობა და საერთაშორისო სტატუსი გააუფასურა.

ჩრნადაკმა აღნიშნა, რომ ბიბილოვის მიღებამ რესპუბლიკა სრპსკა, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინას სრულუფლებიან ერთეულადაა აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, „საეჭვო საერთაშორისო სტატუსის და მნიშვნელობის“ მქონე რეგიონს - სამხრეთ ოსეთს გაუთანაბრა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რესპუბლიკა სრპსკას საერთაშორისო საქმიანობებს მხარი დავუჭიროთ და მიგვაჩნია, რომ მან რაც შეიძლება მეტი ამ ტიპის მაღალი ხარისხის საქმიანობები უნდა განახორციელოს. მაგრამ იმან, რაც მათ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში გააკეთეს, მნიშვნელოვნად დააზიანა ისინი საერთაშორისო არენაზე“, - განუცხადა  ჩრნადაკმა ჟურნალისტებს რესპუბლიკა სრპსკას ადმინისტრაციულ დედაქალაქში, ბანია ლუკაში. 

მან დაადასტურა, რომ საქართველომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დიპლომატიური ნოტა გაგზავნა, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა და დასძინა, რომ იგი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის ურთიერთობებს რაიმე ხანგრძლივი ზიანი არ მიადგება.

ცხინვალის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი რესპუბლიკა სრპსკას სამდღიანი ვიზიტით სტუმრობდა, სადაც რესპუბლიკის პრეზიდენტს მილორად დოდიკს შეხვდა, ხოლო 9 იანვარს რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო    მონაწილეობა. ბიბილოვის და დოდიკის შეხვედრა გასული წლის ივნისში სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებშიც გაიმართა.

უახლესი ამბები
22 იან.'18 16:58
პრემიერ-მინისტრი დავოსში გაემგზავრა
გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
22 იან.'18 12:39
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წელს
2017 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 13.8%-ით გაიზარდა და 10.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.   
20 იან.'18 15:14
საქართველო Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში
სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშში განხილულია „ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე“ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა.
19 იან.'18 16:23
ირაკლი კობახიძე უკრაინას სტუმრობს
პარლამენტის თავმჯდომარე თავის უკრაინელ კოლეგას, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
18 იან.'18 15:20
მედიაორგანიზაციები პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებისკენ მოუწოდებენ
51 მედიაორგანიზაცია, კანონპროექტის ხელახლა განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეხვედრას ითხოვს. 
18 იან.'18 13:51
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში
ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.  
17 იან.'18 19:27
პანკისის ხეობის სამი მკვიდრი დაიკითხა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი პირი ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან სავარაუდო კავშირის გამო დაკითხა.
17 იან.'18 16:39
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
17 იან.'18 13:19
საქართველოს და ლატვიის პარლამენტებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის ლატვიელ კოლეგას, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა.
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37