Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:58 - 22 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს ხელმძღვანელობა მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებს
Civil Georgia, Tbilisi / 11 იან.'18 / 18:12

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ 26 დეკემბრის სპეცოპერაციის დროს თავში დაჭრილი და გუშინ საავადმყოფოში გარდაცვლილი 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვაზე კომენტარი გააკეთეს.

11 იანვარს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ტერორიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად და რომ „როდესაც ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ის არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ხელისუფლების ინტერესებშია, რომ ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. „ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს“, - განაცხადა მან.

გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და აღნიშნა, რომ „სამწუხაროა“, რომ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, თუმცა „სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს“.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ მაჩალიკაშვილის გარდაცვალება „უდიდესი ტრაგედიაა მთელი ქვეყნისთვის“. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე ჩატარდეს გამოძიება, რომელიც იქნება ობიექტური და რომელიც საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს“, - განაცხადა მან.

ნაცვლიშვილმა დააკონკრეტა, რომ პრეზიდენტს ორი კითხვა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. „ერთი, ბუნებრივია, მიემართება იმას, რა ზომები მიიღო სახელმწიფომ იმისათვის, რომ ეს ფაქტი არ დასრულებულიყო ასეთი ტრაგიკული შედეგით... მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც საზოგადოება ითხოვს პასუხს, ეს არის სახელმწიფოს მოქმედებები ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით და ამ მოქმედების ეფექტურობა“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოკლე განცხადება გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა: „მთავარია, რომ ჩვენ დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით“.

თემირლან მაჩალიკაშვილი ერთ-ერთი იყო საქართველოს იმ ხუთ მოქალაქეს შორის, რომელთა დასაკავებლადაც 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის შემდეგ, მაჩალიკაშვილის გარდა, დანარჩენ ოთხ მოქალაქეს, ახმედ ჩატაევის ჯგუფისათვის ტერორისტულ საქმიანობაში ფინანსური და სხვა სახის მატერიალური დახმარების აღმოჩენის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. სუს-ის განმარტებით, სპეცოპერაციისას, ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა, რასაც სუს-ის მხრიდან „პროპორციული ძალის“ გამოყენება მოჰყვა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები კი ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილს მძინარეს ესროლეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილის დაჭრის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ) ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც გულისხმობს „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით“ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
22 იან.'18 16:58
პრემიერ-მინისტრი დავოსში გაემგზავრა
გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
22 იან.'18 12:39
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წელს
2017 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 13.8%-ით გაიზარდა და 10.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.   
20 იან.'18 15:14
საქართველო Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში
სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშში განხილულია „ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე“ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა.
19 იან.'18 16:23
ირაკლი კობახიძე უკრაინას სტუმრობს
პარლამენტის თავმჯდომარე თავის უკრაინელ კოლეგას, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
18 იან.'18 15:20
მედიაორგანიზაციები პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებისკენ მოუწოდებენ
51 მედიაორგანიზაცია, კანონპროექტის ხელახლა განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეხვედრას ითხოვს. 
18 იან.'18 13:51
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში
ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.  
17 იან.'18 19:27
პანკისის ხეობის სამი მკვიდრი დაიკითხა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი პირი ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან სავარაუდო კავშირის გამო დაკითხა.
17 იან.'18 16:39
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
17 იან.'18 13:19
საქართველოს და ლატვიის პარლამენტებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის ლატვიელ კოლეგას, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა.
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
97