Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:58 - 22 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო აშშ-ის სენატის დემოკრატების მიერ მომზადებულ ანგარიშში
Civil Georgia, Tbilisi / 11 იან.'18 / 15:49

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დემოკრატების ლიდერმა, სენატორმა ბენ კარდინმა 10 იანვარს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი რუსეთის აგრესიული ქმედებები საზღვარგარეთ და რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ამ საფრთხეებს დაუპირისპირდეს.

206-გვერდიანი დოკუმენტი სახელწოდებით „პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: შედეგები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ საქართველოსაც მოიხსენიებს; მის რეზიუმეში კი ნათქვამია, რომ მოსკოვმა აგრესიული იერიში განახორციელა საქართველოსა და უკრაინაზე მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირს და ნატოს დაუახლოვდნენ, და მათ წინააღმდეგ „კიბერომი, დეზინფორმაციული კამპანიები და სამხედრო ძალა“ გამოიყენა.    

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ როგორც ჩანს, საქართველოსა და უკრაინის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის მიზანი ამ ქვეყნების დასუსტება იყო, რათა ისინი წარუმატებელი ქვეყნები გამხდარიყვნენ და ვეღარ შეძლებოდათ მომავალში დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანება, რაც დემოკრატიზაციის უარყოფითი შედეგების კიდევ ერთი მაგალითი იქნებოდა რუსი ხალხისთვის.

დოკუმენტში ასევე საუბარია რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრაზე, რა დროსაც სამხედრო ოპერაციებთან ერთად კიბერთავდასხმაც განხორციელდა. ანგარიშის თანახმად, ეს პირველი ასეთი შემთხვევა იყო.

ანგარიში ასევე აღწერს რუსეთის მიერ საქართველოში გავლენის მოხდენის და პროპაგანდისტულ საქმიანობებს. „გარდა სამხედრო თავდასხმებისა საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის ხელისუფლება ასევე მხარს უჭერს კრემლის მხარდამჭერ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრო ორგანიზაციებს და პროპაგანდისტულ ძალისხმევას ქვეყანაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთი მაგალითია ტელეკომპანია „ობიექტივი“, რომელმაც „გავრცელებული ინფორმაციით, რუსული დაფინანსების იმედით მხარი დაუჭირა ულტრა-ნაციონალისტურ პოლიტიკურ პარტიას პატრიოტთა ალიანსი“. „ობიექტივის ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტი-დასავლური ნარატივი დაეხმარა პატრიოტთა ალიანსს, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს ბარიერი გადაელახა და პარლამენტში შესულიყო“, - ნათქვამია ანგარიშში. 

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ  რუსული პროპაგანდა საქართველოში უცნაურ სახეს იძენს და ამის მაგალითად ის განცხადებები მოყავს, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიური ცდების ჩასატარებლად იყენებს.  

სენატის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მართალია რთულია საქართველოზე რუსეთის დეზინფორმაციის და სხვა არასამხედრო ქმედებების გავლენის გაზომვა, „რუსეთის ხელისუფლებას შესწევს უნარი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველოზე ამ განსხვავებული საშუალებების გამოყენებით“.

უახლესი ამბები
22 იან.'18 16:58
პრემიერ-მინისტრი დავოსში გაემგზავრა
გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
22 იან.'18 12:39
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წელს
2017 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 13.8%-ით გაიზარდა და 10.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.   
20 იან.'18 15:14
საქართველო Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში
სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშში განხილულია „ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე“ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა.
19 იან.'18 16:23
ირაკლი კობახიძე უკრაინას სტუმრობს
პარლამენტის თავმჯდომარე თავის უკრაინელ კოლეგას, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
18 იან.'18 15:20
მედიაორგანიზაციები პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებისკენ მოუწოდებენ
51 მედიაორგანიზაცია, კანონპროექტის ხელახლა განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეხვედრას ითხოვს. 
18 იან.'18 13:51
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში
ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.  
17 იან.'18 19:27
პანკისის ხეობის სამი მკვიდრი დაიკითხა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი პირი ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან სავარაუდო კავშირის გამო დაკითხა.
17 იან.'18 16:39
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
17 იან.'18 13:19
საქართველოს და ლატვიის პარლამენტებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის ლატვიელ კოლეგას, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა.
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
87