Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიების განახლებულ ფორმატზე, რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობის მონიტორინგის შეთანხმებაზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 22 დეკ.'17 / 12:42

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე გამართული მოსმენების დროს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციასთან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მიმდინარე მოლაპარაკებების, ასევე ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხირციელების თაობაზე ცოტა ხნის წინ ხელმოწერილი კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას „აქტიური საუბარი“ აქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა „მოხდეს ჟენევის დისკუსიის ფორმატის მნიშვნელოვანი გააქტიურება, წარმომადგენლობითი დონის აწევა ამ ფორმატში და მანდატის გაფართოება, რათა ამ ფორმატზე შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების გზების განხილვაც, გარდა იმისა, რასაც ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ვიხილავთ“.

იგივე პოზიცია კვირიკაშვილმა პარტიოტთა ალიანსის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზეც გააჟღერა და აღნიშნა, რომ საქართველოს სურს „ავწიოთ დონე და მინისტრის მოადგილის დონიდან გადავიდეთ მინიმუმ მინისტრის დონეზე და მე მზად ვარ, პრემიერ-მინისტრის დონეზეც გადავიდეთ და პირადად ჩავერთვები აუცილებლად ამ ფორმატის საქმიანობაში“.

„ამის გარდა,  მზად ვართ და ჩვენი მოთხოვნა და თხოვნაცაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მანდატიდან გავფართოვდეთ და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ფორმატის, ასე ვთქვათ,  ფუნქციაც და მანდატიც მივანიჭოთ ამ ფორმატს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „მე რა თქმა უნდა, მაქვს იმედი, რომ ამ მიმართულებით შესაძლებელია, განხორციელდეს გარკვეული ძვრები, თუმცა, რუსეთის ქმედებები დღეს ამის იმედს არ იძლევა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან უნდა იყოს კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენ ამ კონსტრუქციულ მიდგომას ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას სურს აქტიურად ჩაერთოს ჟენევის და აბაშიძე-კარასინის ფორმატებში და აპირებს შერიგების პოლიტიკის შესახებ „ძალიან საინტერესო პაკეტის“ წარდგენას, რომელიც, მისი თქმით, სავაჭრო მექანიზმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. 

ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმებაზე საუბრისას, კვირიკაშვილმა განუცხადა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებს, რომ 2011 წლის ნოემბერში ხელმოწერის შემდეგ მისი განხორციელება არ დასწყებულა, რადგანაც „რუსეთის მხრიდან იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენთვის არ არის მისაღები“. კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 19 დეკემბერს საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ ჟენევაში განთავსებულ კომპანიასთან SGS ხელმოწერილ ხელშეკრულებაში „არც ერთი პუნქტი არ არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო“.

პრემიერ-მინისტრმა დააკონკრეტა, რომ ხელშეკრულება შეიცავს დებულებას, სადაც საუბარია, რომ „მხოლოდ და მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იქნება თოვლი, ან მეწყერი ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმართულებით, იქნას გახსნილი ცხინვალის მიმართულებით ეს მექანიზმი“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ამავე კორიდორით ფორმსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება ისარგებლოს თურქეთმაც, სომხეთმაც და არა ერთმა ქვეყანამ, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით სარგებლობს“. მან იქვე დასძინა, რომ ხელშეკრულება „ჯერჯერობით ცალმხრივადაა ახელმოწერილი“ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რადგანაც „გარკვეული პირობები, რომელიც წამოყენებულია რუსეთის მხრიდან, ჩვენთვის არ არის მისაღები“. 

კითხვაზე იყო თუ არა ეს შეთანხმების თავდაპირველი მიზანი, კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „კონტრაქტი არის სრულ შესაბამისობაში 2011 წლის ძირითად შეთანხმებასთან და არც ერთი პუნქტი არ არის შეცვლილი“. „მასში არაფერია ნათქვამი ტვირთს რომელ კორიდორში გავატარებთ, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. ეს არის საშუალება საერთაშორისო ტვირთების მონოტირინგის და არა ჩვენი შიდა გადაზიდვების აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ან ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 დეკემბერს ამავე საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც SGS-სთან კონტრაქტი წარმოადგენს „საიმპლემენტაციო ხელშეკრულებას იმ ყველასთვის კარგად ცნობილი ძირითადი კონტრაქტისა, რომელიც გაფორმდა 2011 წელს“ და რომ ის „არ მოიცავს სხვა არავითარ დამატებით ვალდებულებებს“.

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42