Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრე დანიშნა
Civil Georgia, Tbilisi / 25 ნოე.'17 / 12:55


მიტროპოლიტი შიო მუჯირი, 28 ნოემბერი, 2015. ფოტო: pstgu.ru

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, 23 ნოემბერს, გიორგობის სადღესასწაულო წირვაზე, გამოაცხადა, რომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დადგენილია სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო მუჯირი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, მოსაყდრე, პატრიარქის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში, ეკლესიის დროებით მართვას განახორციელებს და ახალი პატრიარქის არჩევას გაუწევს ორგანიზებას.
„ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ მყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს“, - მიმართა ქაშუეთის ტაძარში შეკრებილ მრევლს და სამღვდელოებას ილია მეორემ. 
როგორც შიო მუჯირმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მისთვის პატრიარქის გადაწყვეტილება „სრულიად მოულოდნელი” იყო. „ერთის მხრივ, ძალიან დიდი სიხარულია, რომ მისმა უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა წილად. მეორეს მხრივ, ძალიან ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია“, - განუცხადა ჟურნალისტებს პატრიარქის მოსაყდრემ.
48 წლის შიო მუჯირი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანოს, 47 მღვდელმთავრისგან შემდგარი წმინდა სინოდის წევრია. 2003 წელს იგი ეპისკოპოსად აკურთხეს და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად დანიშნეს. მანამდე, იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო. პარალელურად, მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში სწავლობდა. ამავე ინსტიტუტში მას 2015 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა
ილია მეორის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში, 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, შიო მუჯირი ვალდებული იქნება მოიწვიოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ. გაფართოებულ კრებამდე, მოსაყდრის მოწვევით იმართება წმინდა სინოდის სხდომა, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ. გაფართოებულ კრებაში სინოდის წევრები ხმის უფლებით, ხოლო სხვა სასულიერო და საერო პირები - სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ. კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა“.
მოსაყდრის დანიშვნის გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, ეკლესიაში არსებული შიდა დაპირისპირების ფონზე მიიღო, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმის დროს გამოაშკარავდა. ილია მეორეს შეეძლო მოსაყდრის ვინაობა ანდერძით განესაზღვრა, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ სინოდის  უმრავლესობის თანდასწრებით გახსნიდნენ. თუმცა, მოსაყდრის ვინაობა პატრიარქმა სიცოცხლეშივე გამოაცხადა. მეტიც, ილია მეორემ მოსაყდრის დანიშვნის ბრძანება საკუთარი ხელით დაწერა. 
კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, 84 წლისაა. 2017 წლის 25 დეკემბერს მისი აღსაყდრებიდან ზუსტად 40 წელი შესრულდება. 

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
101