Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ადგილობრივ არჩევნებზე 23 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 200-ზე მეტი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა
Civil Georgia, Tbilisi / 22 სექ.'17 / 17:00

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის 23 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 225 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა. 

არჩევნებზე 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი პირდაპირი წესით აირჩევა.

პარტიები

ადგილობრივ არჩევნებისათვის პარტიები შემდეგი სახელწოდებებით დარეგისტრირდნენ:

1. „ახალი მემარჯვენეები“, საარჩევნო ნომერი - 29; 

2. მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“, საარჩევნო ნომერი - 34;

3. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“, საარჩევნო ნომერი - 14;

4. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საარჩევნო ნომერი - 41, თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კალაძე;

5. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, საარჩევნო ნომერი - 1;

6. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, საარჩევნო ნომერი - 8, თბილისის მერობის კანდიდატი - ირმა ინაშვილი;

7. „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, საარჩევნო ნომერი - 10, თბილისის მერობის კანდიდატი - გიორგი გუგავა;

8. „ტრადიციონალისტები“, საარჩევნო ნომერი - 18;

9. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი - 4;

10. „ზვიადის გზა უფლის სახელით [სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე]“, საარჩევნო ნომერი - 28;

11. პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, საარჩევნო ნომერი - 31;

12. „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“, საარჩევნო ნომერი - 13;

13. „სოციალისტური საქართველო - კომუნისტები“, 
საარჩევნო ნომერი - 37;

14. „მშრომელთა სოციალისტური პარტია“, საარჩევნო ნომერი - 15;

15. „საქართველო“, საარჩევნო ნომერი - 17;

16. „მერაბ კოსტავას საზოგადოება“, საარჩევნო ნომერი - 22;

17. „რესპუბლიკური პარტია“, საარჩევნო ნომერი - 6;

18. „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი - 39;

19. „შენების მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი - 20, თბილისის მერობის კანდიდატი - თენგიზ შერგელაშვილი;

20. „მემარცხენე ალიანსი“, საარჩევნო ნომერი - 9; 

21. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, საარჩევნო ნომერი - 23;

22. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, 
საარჩევნო ნომერი - 7;

23. „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი - 11;


2017 წლის ადგილობრივ არჩევნებს ოთხი პარტია გამოეთიშა

ორ პარტიას - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და „საქართველოს კომუნისტურ პარტიას“ რეგისტრაცია პირადი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა. „საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტიას“ და „ახალ პოლიტიკურ გაერთიანება - გირჩს“ კი რეგისტრაციაზე უარი დოკუმენტაციის წარდგენისას აღმოჩენილი დარღვევების გამო ეთქვათ.


საარჩევნო ბლოკები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირებული საარჩევნო ბლოკების სია შემდეგნაირია:

1. ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“, ბლოკში შემავალი პარტიები: „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“; საარჩევნო ნომერი - 2, თბილისის მერობის კანდიდატი - ელენე ხოშტარია;

2. ბლოკი „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო“, ბლოკში შემავალი პარტიები: „ახალი საქართველო - პოლიტიკური პლატფორმა“ და „ევროპელი დემოკრატები“; საარჩევნო ნომერი - 27, თბილისის მერობის კანდიდატი - გიორგი ვაშაძე;

3. ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბლოკში შემავალი პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,  „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)“, საარჩევნო ნომერი - 5, თბილისის მერობის კანდიდატი - ზაალ უდუმაშვილი;

4. ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“, ბლოკში შემავალი პარტიები:  „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ და „თავისუფალი საქართველო“; საარჩევნო ნომერი - 3, თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კუკავა;

5. ბლოკი „სახალხო-ხალხის ერთსულოვნება“, ბლოკში შემავალი პარტიები: „ხალხის პარტია“ და „სახალხო პარტია“; საარჩევნო ნომერი - 38.


საინიციატივო ჯგუფები

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  225 საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობს. კანონმდებლობით, საინიციატივო ჯგუფებს მხოლოდ მერობისა და საკრებულო წევრობის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ. ერთ ჯგუფს მხოლოდ ერთი კანდიდატის დასახელება შეუძლია. 

225 საინიციატივო ჯგუფიდან, მერობის კანდიდატები 13 ჯგუფს ჰყავს წარდგენილი, 212-მა კი - საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. 

ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი მხოლოდ თბილისს ჰყავს, სადაც მერობისთვის ალექსანდრე ელისაშვილი იბრძოლებს. 

თვითმმართველ თემებში კი, საინიციატივო ჯგუფებმა მერობის კანდიდატებად 12 პირი დაასახელეს. თითო კანდიდატი წარდგენილია გურჯაანში, თეთრიწყაროში, გორში, ასპინძაში, ნინოწმინდაში, ცაგერში, მესტიაში, ზესტაფონში, ოზურგეთსა და ზუგდიდში. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობისთვის კი საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი ორი კანდიდატი იბრძოლებს. 

საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატებიდან, 10 კანდიდატი თვითმმართველ ქალაქებშია დარეგისტრირებული, მათ შორის, სამ-სამი მაჟორიტარი კანდიდატი თბილისში, ბათუმსა და რუსთავში, ხოლო ერთი კანდიდატი - ფოთში. 

საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობისთვის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 202 კანდიდატი იბრძოლებს. 

საინიციატივო ჯგუფების მერობისა და საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაცია 11 სექტემბერს დასრულდა. 21 სექტემბერს კი, მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატთა, აგრეთვე - პარტიული სიების წარდგენის ვადა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის ამოიწურა.

21 სექტემბრიდან, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს ორდღიანი ვადა, რათა პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილი კანდიდატები და პარტიული სიები არჩევნებზე დაარეგისტრიროს. 

9 ოქტომბერს კი, იწურება ვადა იმისათვის, რომ პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა და საინიციატივო ჯგუფმა გააუქმოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრობის ან მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. ამავე დღეს იწურება ვადა, რომ საკრებულოს წევრობის ან მერობის კანდიდატმა არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნას.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
86