Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:23 - 16 აგვ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 5 აგვისტო
Civil Georgia, Tbilisi / 5 აგვ.'17 / 14:38

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ. 

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.

5 აგვისტო:  

  • სარაბუკის სიმაღლეებზე განლაგებული ქართველ სამშვიდობოთა საგუშაგოს მიმართულებით 01:30 საათიდან 06:30 საათამდე წარმოებული სროლების შედეგად, ორი ქართველი სამშვიდობო დაიჭრა.  
  • „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა“, დიმიტრი მედოევმა, განაცხადა, რომ რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში „მოხალისეთა“ პირველი ჯგუფები უკვე ჩავიდნენ. ამავდროულად, დონის კაზაკების წარმომადგენელმა, ვლადიმირ ვორონინმა, განაცხადა, რომ, სამხრეთ ოსეთში გასაგზავნად, სამხრეთ რუსეთში მიმდინარეობს მოხალისეთა რაზმების ფორმირება.  
  • საქართველოს დაზვერვა იტყობინება, რომ სამხრეთ ოსეთში რუსეთის 33-ე მოტომსროლელი ბრიგადის ელემენტები განალაგეს, ხოლო როკის გვირაბთან, რუსეთის მხარეს 135-ე და 693-ე მოტომსროლელი პოლკებია განლაგებული. 
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოდის მოწოდებით, საქართველომ და რუსეთმა განახორციელონ ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე როკის გვირაბის ერთობლივი მონიტორინგი.  
  • რუსეთის წინააღმდეგობის გამო, ისრაელმა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა შეაჩერა.

უახლესი ამბები
16 აგვ.'17 19:23
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 16 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.       
16 აგვ.'17 16:50
პატრიოტთა ალიანსმა თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა
დედაქალაქის მერის პოსტისთვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი, იბრძოლებს.
16 აგვ.'17 13:15
აშშ-ის წლიური ანგარიში საქართველოს რელიგიური თავისუფლების შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც მოიცავს, 15 აგვისტოს გამოაქვეყნა.
15 აგვ.'17 18:58
ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის ინიციატივით გამოდის
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებს „საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშნველოვანი საკითხის“ განხილვას სთავაზობს.
15 აგვ.'17 13:43
საქსტატი: 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.56 მლრდ აშშ დოლარი იყო
საბოლოო მონაცემები გადაიხედა თავდაპირველად დასახელებული 1.64 მლრდ აშშ დოლარიდან.
15 აგვ.'17 12:12
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 15 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.     
14 აგვ.'17 14:46
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 14 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.     
14 აგვ.'17 13:33
თბილისში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების 25-ე წლისთავი აღინიშნა
25 წლის წინანდელი კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 10 000 ადამიანი დაიღუპა, ასიათასობით ადამიანი კი დევნილად იქცა.
13 აგვ.'17 22:55
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 13 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.    
12 აგვ.'17 22:12
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 12 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
88