Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 22:27 - 21 ოქტ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 1 აგვისტო
Civil Georgia, Tbilisi / 1 აგვ.'17 / 17:59

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ. 

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით
.

კონტექსტი

2008 წლის აგვისტოს ომი იქცა კულმინაციად რუსეთისა და საქართველოს მრავალწლიანი უთანხმოებისა, რომელიც კოსოვოს მიერ 2008 წლის 17 თებერვალს გამოცხადებული დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების შემდეგ გამწვავდა. რუსეთმა დადო პირობა, რომ კოსოვოს საერთაშორისო აღიარებას სათანადოდ უპასუხებდა და, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისათვის საფუძვლის მოსამზადებლად, სხვადასხვა დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმა დაიწყო. 

  • 6 მარტს, რუსეთი გამოვიდა დთს-ის 1996 წლის შეთანხმებიდან, რომელიც დსთ-ის წევრებს აფხაზეთთან პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას უკრძალავდა.
  • 21 მარტს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მთავრობას მოუწოდებდა, განეხილა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობა. 
  • 16 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება რუსეთის ოფიციალური ორგანოების მიერ სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარების შესახებ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერება მოჰყვა, რაც ომის წინანდელ პერიოდში, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო ბაზაზე სამხედროების და ტექნიკის რაოდენობა გაიზარდა. სამხედრო ბაზის აქტიური მშენებლობა დაიწყო ცხინვალის რეგიონში, ჯავაში, რომელიც სამშვიდობო კონტინგენტის სამოქმედოს ზონის მიღმა მდებარეობდა. 

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები გახშირდა: 

20 აპრილს, რუსეთის ავიაგამანადგურებელმა MIG-29-მ ქართული მხარის მიერ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების მონიტორინგისათვის გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. 

30 მაისს, რუსეთმა აფხაზეთში, ქალაქ ოჩამჩირემდე მიმავალი სარკინიგზო ხაზის შესაკეთებლად, სარკინიგზო ჯარების 400-კაციანი შემადგენლობა შეიყვანა. რკინიგზის შეკეთება 30 ივლისს დასრულდა. 

ივნისის შუა რიცხვებში ცხინვალის რეგიონების სოფლების - კეხვის, ერგნეთის, თამარაშენისა და კოხათის - მახლობლად აფეთქებები მოხდა. ცეცხლი იხსნებოდა სოფლების - სვერის, ფრისის, ზემო ფრისისა და ანძისის  მიმართულებით.
 
2008 წლის ივლისში, სამხრეთ ოსეთის ქართული ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დიმიტრი სანაკოევზე, თავდასხმის შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. თავდასხმის შედეგად, ექვსი ქართველი პოლიციელი დაიჭრა.
 
8 ივლისს, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის, ვიზიტის წინა დღეს, რუსეთის ოთხმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

15 ივლისს, რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები „კავკასია-2008“ დაიწყო. სამხედრო წვრთნების მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები, სათაურით „მებრძოლო, იცნობდე შენს მტერს“. ბროშურა შეიცავდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების თაობაზე. 

ამავდროულად, წარუმატებლად დასრულდა აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების უკანასკნელი მცდელობა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივით დაიწყო. აფხაზებმა შტაინმაიერის სამშვიდობო გეგმა უარყვეს, ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ - გეგმისადმი გულგრილობა გამოიჩინა. აგვისტოს მოახლოებასთან ერთად, უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა.

24-28 ივლისის პერიოდში ცხინვალის რეგიონში აფეთქებები მოხდა. 

29 ივლისს, ცეცხლი გაიხსნა სოფლების - სვერის, ანძისის, ხეთაგუროვოს, ასევე - ავნევი-ზემო ნიქოზის შემოვლითი გზის მიმართულებით. 1990 წლების შემდეგ პირველად, სარაბუკის სიმაღლეებზე, ქართველი სამშვიდობოების საგუშაგოს ცეცხლი 120-მილიმეტრიანი კალიბრის საარტილერიო დანადგარიდან გაუხსნეს.

1 აგვისტო

  • დილის 08:00 საათზე, პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელსაც ქართველი პოლიციელები გადაჰყავდა, დისტანციური მართვით ამოქმედებულ ორ ფუგასურ ყუმბარაზე აფეთქდა. აფეთქების შედეგად, ხუთი ქართველი პოლიციელი დაშავდა. ერთი მათგანი მძიმედ დაიჭრა.                 
  • ინტენსიური სროლები საღამოს დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ქართული სოფლების - ზემო ნიქოზის, ქვემო ნიქოზის, ავნევის, ნულის, ერგნეთის, ერედვისა და ზემო ფრისის დაცხრილვის შედეგად, ექვსი სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაშავდა. ცხინვალი ექვსი მოკლული მებრძოლისა და 15 დაჭრილის შესახებ იტყობინებოდა.

უახლესი ამბები
21 ოქტ.'17 22:27
საარჩევნო ხმების დათვლა მიმდინარეობს
21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო. 
21 ოქტ.'17 21:10
რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზით პოლის შედეგებით, მმართველი პარტია ლიდერობს
18:00 საათის მდგომარეობით, კახა კალაძემ ხმების 54% მიიღო და მერის არჩევნები მეორე ტურის გარეშე მოიგო. 
21 ოქტ.'17 18:15
ცესკო: 17 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა
რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ყველაზე დაბალი კი შიდა ქართლში დაფიქსირდა.
21 ოქტ.'17 16:21
ცესკო: 15 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% შეადგინა
რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ყველაზე დაბალი კი შიდა ქართლში დაფიქსირდა.
21 ოქტ.'17 13:00
ცესკო: 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა
რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ყველაზე დაბალი კი შიდა ქართლში დაფიქსირდა.
21 ოქტ.'17 11:06
თბილისის მერობის კანდიდატებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს
ამ დროისთვის არჩევნებში ხმა მისცეს ელენე ხოშტარიამ, კახა კალაძემ, ზაალ უდუმაშვილმა და ალექსანდრე ელისაშვილმა.
21 ოქტ.'17 11:05
ცესკო: 10 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 6.74% შეადგინა
რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ყველაზე დაბალი კი შიდა ქართლში დაფიქსირდა.
21 ოქტ.'17 10:39
მარგველაშვილი: სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ, რომ მან „უკეთეს თბილისს“ მისცა ხმა.
21 ოქტ.'17 09:37
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო
ქვეყნის მასშტაბით 3 644  საარჩევნო უბანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაიხსნა.
20 ოქტ.'17 20:33
არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოზე: ‘აშკარა იყო მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა’
ადგილობრივი არჩევნების წინ, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები შეაჯამა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
112