Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
წმინდა სინოდმა ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ იმსჯელა
Civil Georgia, Tbilisi / 11 მარ.'17 / 16:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესსის წმინდა სინოდი პროკურატურის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას "ენდობა და იმედოვნებს, რომ იგი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება და დროულად დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება". 

აღნიშნული განჩინება 9 მარტს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია მეორეს თავმჯდომარეობით სპეციალურად გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს, სადაც საეკლესიო საკითხებთან ერთად ბოლო დროს საპატრიაქოში განვითარებულ მოვლენებსა და დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის შესახებაც იმსჯელეს. 

წმინდა სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებული ფარული ჩანაწერების მცირე ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, საქმეში მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს მომწამვლელი ნივთიერება კალიუმ ციანიდის შეძენას სთხოვს. 

გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში საუბარი მიმდინარეობს ორ პიროვნებას შორის, რომელთა შორის, სავარაუდოდ, ერთი ბრალდებული დეკანოზი მამალაძე, ხოლო მეორე მოწმე ირაკლი მამალაძეა. საუბრის შინაარსი მთლიანად ეხება ციანიდის შეძენას, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გერმანიაში გამგზავრებას, სადაც იმ დროს პატრიარქი სამკურნალოდ თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. 

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარმა მოწმემ საკუთარი სურვილით მიმართა საგამოძიებო სტრუქტურებს და აცნობა, რომ მისმა ნაცნობმა გიორგი მამალაძემ მას შხამიანი ნივთიერება კალიუმის ციანიდის მოკლე ვადებში შეძენა სთხოვა. პროკურატურის ინფორმაციით, მოწმემ ბრალდებულთან შეხვედრისას გაარკვია, რომ ციანიდის გამოყენებით "გიორგი მამალაძე გეგმავდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას".

პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა ირაკლი მამალაძის ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება, რისი მოკლე ჩანაწერიც 8 მარტს გამოქვეყნდა. 

პროკურატურის 8 მარტის ინფორმაციითვე, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა პატრიარქის მდივან -რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე, რომელიც პატრიარქს ახლდა გერმანიაში. გამოძიებამ უკვე დაკითხა შორენა თეთრუაშვილიც. 

აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სიმართლის დასადგენად საქმეში არსებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების სრულად გასაჯაროება მოითხოვეს. 

ამ დროისთვის გამოძიება ბრალდებულ გიორგი მამალაძის დაკითხვას განაგრძობს. 

რაც შეეხება 9 მარტს გამართულ წმინდა სინოდის სხდომას, სინოდის წევრებმა ასევე იმსჯელეს ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ არაერთ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებზე, სადაც იგი საპატრიაქტოში არსებული ვითარების შესახებ საუბრობდა და ზოგიერთი სასულიერო პირის კრიტიკით გამოდიოდა. 

საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეე გამოქვეყნებულ ოქმში ნათქვამია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ასევე შეეხო ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს. 

"მან მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავას მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები", - ნათქვამია წმინდა სინოდის ოქმში. 

იმის გამო, რომ წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებები "ეკლესიის დისკრედიტაციისკენ" მიმართულ გამოსვლად შეაფასეს, მას "გაფრთხილება მიეცა" და ასევე განთავისუფლდა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობიდან, რომელსაც ტელევიზიის დაარსებიდან 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა. 

მოგვიანებით პატრიარქის სახელზე ტელეკომპანია "ერთსულოვნების" თანამშრომლების ერთობლივი მიმართვა გავრცელდა, სადაც პეტრეს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა საპატრიარქოს ინფორმაციით 10 მარტს აღნიშნულ ტელევიზიის დირექტორად ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზ მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა. 

ამ მოვლენებს წინ უძღვოდა საპატრიაქტოში არაერთი დაპირისპირება და სასულიერო პირის მიერ თანამდებობის დატოვება. მათ შორის თანამდებობა დატოვა პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა და დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა, რომელთა შორის, მედიის ცნობით, გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
94