Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 15:20 - 18 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის გამშვები პუნქტების დახურვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
Civil Georgia, Tbilisi / 2 მარ.'17 / 18:36

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იაპონია „ღრმა შეშფოთებას გამოხატავს“ 9 აპრილს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე.წ. „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით.

მან ასევე შეშფოთება გამოხატა „აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ადამიანის უფლებებს“.

„იაპონიის მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქვეყნისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„იაპონური მხარე კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერი მცდელობის დაუშვებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი ამბები
18 იან.'18 15:20
მედიაორგანიზაციები პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებისკენ მოუწოდებენ
51 მედიაორგანიზაცია, კანონპროექტის ხელახლა განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეხვედრას ითხოვს. 
18 იან.'18 13:51
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში
ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.  
17 იან.'18 19:27
პანკისის ხეობის სამი მკვიდრი დაიკითხა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი პირი ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან სავარაუდო კავშირის გამო დაკითხა.
17 იან.'18 16:39
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
17 იან.'18 13:19
საქართველოს და ლატვიის პარლამენტებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის ლატვიელ კოლეგას, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა.
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.
16 იან.'18 14:15
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რესპონდენტების 72% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% - ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
16 იან.'18 12:19
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
საქართველოს რეიტინგი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით უცვლელი დარჩა.
15 იან.'18 18:32
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები ხელს არ უწყობს მედიამრავალფეროვნებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას.
15 იან.'18 16:16
აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება
რაულ ხაჯიმბას და სემიონ გრიგორიევის შეხვედრაზე მომავალი არჩევნების საორგანიზაციო დეტალები იქნა განხილული.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
72