Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურის თქმით ‘მაღალი რანგის სასულიერი პირი’ სამიზნე არ ყოფილა
Civil Georgia, Tbilisi / 17 თებ.'17 / 18:56

16 თებერვალს პროკურატურამ განმარტა რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სავარაუდოდ დაგეგმილი მკვლელობის სამიზნე არ ყოფილა.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიება მკვლელობის მომზადების ფაქტზე „ერთერთი მოქალაქის“ განცხადების საფუძველზე დაიწყო.

2 თებერვალს პირმა, რომლის ვინაობასაც პროკურორი არ ასახელებს, პროკურატურას აცნობა, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მას სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის“ მოწამვლა სურდა.

მთავარმა პროკურორმა სავარაუდო მსხვერპლის ვინაობა არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ დეკანოზი მაშინ დააკავეს, როდესაც ის გერმანიაში გამგზავრებას გეგმავდა, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდებოდა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ მამალაძე პატრიარქის მოწამვლას გეგმავდა.

საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებებმა, რომ სამართალდამცავებმა „ტრაგედია“ და ქვეყანაზე „თავდასხმა“ აღკვეთეს, ამბავი კიდევ უფრო გაამძაფრა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებაში არ ფიგურირებდა მაღალი რანგის სასულიერო პირი, პირველად სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გააჟღერა, რომელმაც მამალაძე 14 თებერვალს ციხეში მოინახულა.

16 თებერვალს პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ინფორმაცია, რომ მამალაძის სამიზნეს საქართველოს პატრიარქი წარმოადგენდა „პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების გარკვეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს“.

მანამდე პროკურატურამ გაზეთ „რეზონანსს“ განუცხადა, რომ მთავარმა პროკურორმა სპეციალურ ბრიფინგზე „ღიად“ განაცხადა, რომ „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა“. აქ საუბარია მხოლოდ "ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან".

პროკურატურის განცხადებებს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. გიგა ბოკერიამ ევროპული საქართველოდან მმართველი პარტია რელიგიურ საკითხებით სპეკულირებაში დაადანაშაულა.

„ეს არის კიდევ ერთი ეპიზოდი საოცარი უტიფრობის, როცა პატრიარქის სიცოცხლით ისპეკულირეს“, - თქვა მან.

ევროპული საქართველოს კიდევ ერთმა წევრმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის თემით ქვეყანაში არსებული სხვა თემების გადაფარვა სურდა.

„ასეთი დისკუსია, რა თქმა უნდა, აზიანებს საპატრიარქოს და ეკლესიის ავტორიტეტს და საბოლოო ჯამში შეიძლება ემსახურებოდეს ხელისუფლების გავლენის გაძლიერებას ეკლესიაზე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პროკურატურის 13 თებერვლის განცხადება ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ხელისუფლებას აქვს „კონკრეტული ინტერესი“ აღნიშნულ საქმეში.

„ამას ასევე ადასტურებს კვირიკაშვილის განცხადებები, რომელმაც ძალიან სწრაფად გააკეთა, მიზანმიმართულად შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
95