Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:40 - 23 ივნ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის პატიმრების გაცვლა შედგა ენგურის ხიდთან
Civil Georgia, Tbilisi / 10 მარ.'16 / 19:34

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარებს შორის „სამშვიდობო პროცესის ფარგლებში“ ენგურის ხიდთან 10 მარტს პატიმრების გაცვლა-გათავისუფლება შედგა.

სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებთან, როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, „პირდაპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად“, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე „ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი“ საქართველოს 14 მოქალაქე გათავისუფლდა.

თუმცა, როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში civil.ge-ს განუცხადეს, 14 გათავისუფლებულიდან, ქართულ მხარეს 13 პირი გადმოეცა, ხოლო ერთმა, რომელიც კოდორის ხეობის მკვიდრი იყო და მისი ვინაობა არ დასახელებულა, სოხუმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენა არჩია. 

სანაცვლოდ თბილისმა ოსურ მხარეს  4 გათავისუფლებული პირი გადასცა, რომლებიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, არიან: გიგო ვალიშვილი, გიორგი ზასეევი, იოსებ კოჩიევი და ბორის ტურაშვილი. ამ უკანასკნელის გარდა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სამივე გათავისუფლებული 2005 წელს გორის ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

აფხაზურმა მხარემ გამყოფ ხაზთან შემდგარი პატიმართა გაცვლის პროცესში თბილისს სულ 9 პირი, მათ შორის ერთი ქალი გადმოსცა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ესენი არიან: ომარ ჯღარკავა, ჯემიკო ოყუჯავა, მალხაზ რურუა, ზურაბ თორაძე, შალვა ხუხუა, ელდარ ცაგურია, მანუჩარ შონია, დიანა შედანია-ასეევა  და კობა გერლიანი.

ოსურმა მხარემ კი თბილისს 4 პირი გადმოსცა: ჯემალ მიდელაშვილი, გელა ილურიძე, თეიმურაზ გრიგალაშვილი და იგორ ფუხაევი, იტყობინება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამ პირების დაკავების მიზეზების დაკონკრეტების გარეშე.

სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც მონაწილეობდა პატიმართა გაცვლის პროცესში, განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები „მაისის თვიდან მიდიოდა“.

„გულწრფელად მინდა მართლა მადლობა ვუთხრა განსაკუთრებით აფხაზურ მხარეს, იმიტომ რომ ძალიან ღირსეულად მოიქცნენ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა, „ცხრა გრძელვადიანი უკანონო პატიმარი გაათავისუფლეს  ისე, რომ არავინ არ მოუთხოვიათ და პრაქტიკულად, ჩვენ გადავეცით ოთხი პატიმარი ცხინვალის მხარეს“.

უახლესი ამბები
23 ივნ.'17 17:40
პარლამენტმა სადავო საკონსტიტუციო ცვლილებები პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო
საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის პირობებში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მმართველი გუნდის 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
23 ივნ.'17 11:50
მოსკოვი ცხინვალს ‘საინვესტიციო’ დაფინანსებას უმცირებს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის 90%, 2017 წლის მდგომარეობით, რუსეთის მიერ იყო სუბსიდირებული.
22 ივნ.'17 19:13
დანაშაულების ტალღამ სოხუმში საზოგადოების პროტესტი გამოიწვია
საზოგადოება სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებისგან „უკანონობის“ შეჩერებას ითხოვს.
21 ივნ.'17 17:20
ევროპარლამენტარი: მუხთარლის საქმე ‘ძალიან საგანგაშოა’
რებეკა ჰარმსმა აზერბაიჯანსა და საქართველოში „დამოუკიდებელი გამოძიების“ ჩატარებისკენ მოუწოდა.
21 ივნ.'17 17:01
საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფორმაზე პლებისციტის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს
მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ მთავრობის კანცელარიაში 150 000 ხელმოწერა წარადგინა.
21 ივნ.'17 15:47
ვენეციის კომისია საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესახებ
ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსაზრება 19 ივნისს გამოაქვეყნა.
21 ივნ.'17 13:19
ჯანელიძემ ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო
ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ფედერიკა მოგერინის თავმჯდომარეობით გაიმართა.
20 ივნ.'17 20:24
PACE-ს მომხსენებელი მედიის თავისუფლების საკითხებში მუხთარლის საქმეზე კომენტარს აკეთებს
ვოლოდიმირ არიევმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
20 ივნ.'17 19:12
კვირიკაშვილი მუხთარლის საქმეზე კომენტარს აკეთებს
მისი თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე „წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი“.
20 ივნ.'17 18:11
მარგველაშვილმა პარლამენტის თხოვნა რიგგარეშე სხდომის დანიშვის თაობაზე არ დააკმაყოფილა
პრეზიდენტმა მოუწოდა პარლამენტს განაგრძონ მუშაობა „ერთიანი თანხმობის დოკუმენტის“ შესაქმნელად.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
85