Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:33 - 25 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრი და მთავრობა ჰყავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ოქტ.'12 / 16:26


ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრად დამტკიცებამდე პარლამენტს 25 ოქტომბერს სიტყვით მიმართა. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური. 

პრემიერ–მინიტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ახალ მთავრობას და მის პროგრამას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 54–მა წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან წინააღმდეგ მისცა ხმა 25 ოქტომბერს ახალი პარლამენტის მეორე პლენარულ სხდომაზე.

ახალ მთავრობაში, რომელსაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი უხელმძღვანელებს, პარლამენტმა შემდეგი მინისტრები დაამტკიცა:

  • თავდაცვის მინისტრი და ვიცე–პრემიერი – ირაკლი ალასანია;
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ვიცე–პრემიერი – კახი კალაძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
  • იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
  • ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური;
  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი  –  გიორგი მარგველაშვილი
  • სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი;
  • სასჯელაღსრულების მინისტრი – სოზარ სუბარი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – დავით დარახველიძე;
  • გარემოს დაცვის მინისტრი – ხათუნა გოგალაძე;
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი;
  • სახელმწიფო მინისტრი ევროპის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში – ალექსი პეტრიაშვილი;
  • სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი;
  • სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – კოტე სურგულაძე;
  • დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – კახაბერ საკანდელიძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – დავით ნარმანია.  

ეს ორი უკანასკნელი მინისტრი ამ თანამდებობებზე დროებით იმუშავებს, ვიდრე მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმების და ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ფუნქციონირებას შეწყვეტენ. რეგიონალური განვითარების სამსახური პრემიერ–მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადავა, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარება ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მთავრობაში მინისტრების საერთო რაოდენობა შემცირდება.

ამ ეტაპისთვის არსებულ 21–წევრიან მთავრობაში ივანიშვილის პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ შვიდი ადგილი აქვს, თავად პრემიერ–მინისტრის ჩათვლით. 

ირაკლი ალასანიას პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ ახალ მთავრობაში ოთხი წევრითაა წარმოდგენილი; რესპუბლიკურ პარტიას და ეროვნულ ფორუმს თითო მინისტრი ყავთ. დანარჩენი მინისტრები არც ერთი პარტიის წევრები არ არიან.

მთავრობის ყველაზე უხუცესი წევრია 61 წლის მწერალი გურამ ოდიშარია, რომელიც კულტურის მინისტრად დამტკიცდა და ყველაზე ახალგაზრდა – 30 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

ახალ მთავრობაში სამი ქალი მინისტრია.

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა განაცხადა დებატების დროს, რომ ახალ მთავრობის მიმართ მიდგომა „დაველოდოთ და შევხედოთ“ ყველაზე სამართლიანი იქნება.

„ეს არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი დაპირება გასცეს... ვერანაირი წინასწარი პროგნოზირება იმისა, თუ როგორ მოიქცევიან, ჩვენ არ შეგვიძლია იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განსხვავებული პოზიცია მათგან იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მათი პოლიტიკა“, – განაცხადა მან.

„ისიც, რომ დღეს უმრავლესობა ასეთი კოლექტიური პროკურორის სახით მოგვევლინა და ბრალდების ტონით და წარსულის განქიქებით უნდა გადაფარვა იმისი, რომ თავისი პოლიტიკა ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვთ, ესეც ნუ გაგიკვირდებათ... სწორედ ეს იქნება მათი საქმიანობა, რომ ბოლო რვა წელიწადი წარმოაჩინონ შავად, პერიოდად როცა არაფერი არ გაკეთებულა... ბევრი ჩვენი კოლეგა წლების განმავლობაში პროფესიონალ ცილისმწამებლად ჩამოყალიბდა და ნუ გაგიკვირდებათ, რომ ეს პროფესიონალური ცილისწამება ეხლა გაგრძელდება უმრავლესობის მხრიდან; ამისთვის არის ძალიან ბევრი აქ მოსული, არა იმისთვის, რომ მართლა ემსახუროს ხალხს... ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ არანაირი პოზიტიური პროგრამა არ არსებობს“, – განაცხადა გაბაშვილმა. 

„თქვენ აღარ ხართ საპროტესტო მიტინგებზე, თქვენ აღარ შეგიძლიათ ხელაღებით ადამიანებისთვის ლაფის სროლა, აღარ შეგიძლიათ ცილისწამება; თუ რამე გაქვთ – პროკურატურა, პოლიცია, იმოქმედეთ“, – განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა თავის გამოსვლაში, რომ კოალიცია, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, ეძებს არა შურსძიებას, არამედ სამართალს. 

„სად გადის ზღვარი შურისძიებასა და სამართლის ძიებას შორის? შურისძიება მდგომარეობს იმაში, რასაც თქვენ აკეთებდით: დაგახვედრონ გადაცმული ადამიანები, გაგიხეთქონ თავები და ეს არის შურსძიება და სამართლის ძიება არის, რომ სასამართლოში წავიდეს როლანდ ახალაიას საქმე და სამართლიანმა სასამართლომ დაადგინოს, უკანონონ ბრძანებებს გასცემდით, თუ არ გასცემდით თქვენ,“ – განაცხადა ქუცნაშვილმა.

„სამწუხაროდ, დემოკრატიის კანონები საკმაოდ მკაცრია და უნდა შევეგუოთ იმას, რომ დარბაზის ერთ ნაწილში ზის ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელიც იყვნენ ძალადობის და უსამართლობის იდეოლოგები, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სიამოვნებით აწერდა ხელს ნებისმიერ უკანონო დავალებას, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ხელს აწერდა უკანონო კანონებს და ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც დაასამარა ქართული მართლმსაჯულება თავიდან ბოლომე“, – განაცხადა მან.   

უახლესი ამბები
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
23 აპრ.'18 18:28
სასამართლომ ბაჩო ახალაია პოლკოვნიკ თეთრაძის საქმეში დამნაშავედ სცნო
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქალაქო სასამართლო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
23 აპრ.'18 17:59
ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 აპრილს გაემგზავრა, სადაც თვის ბოლომდე დარჩება.
23 აპრ.'18 15:42
წითელი ჯვარი: აფხაზეთის კონფლიქტისას გაუჩინარებული 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია
იდენტიფიკაცია იმ სააკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2010 წელს ჩამოყალიბდა.
23 აპრ.'18 15:34
რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებს
მარია ზახაროვას თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს ახალი პოლიტიკური რეალობა და აღიაროს მათი დამოუკიდებლობა.
20 აპრ.'18 19:09
ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ანგარიში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
87