Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: 1 ოქტომბერი არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 სექ.'12 / 13:11


პრეზიდენტი სააკაშვილი მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით შეხვედრაზე გამოდის თბილისში ეროვნულ სტადიონზე 28 სექტემბერს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ არის „ჩვეულებრივი“ არჩევნები, რადგანაც ქართველმა ამომრჩევლებმა უნდა გააკეთონ „მკაფიო არჩევანი“ წარსულსა და მომავალს შორის, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 სექტემბერს მმართველი პარტიის კამპანიის აქციაზე ეროვნულ სტადიონზე.  

ნაციონალური მოძრაობის აქცია დინამოს სტადიონზე ერთი დღით ადრე უსწრებდა წინ ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნება“ დაკვნით აქციას, რომელიც თავისუფლების მოედანზე 29 სექტემბერს გაიმართება.

„სამ დღეში საქართველო აკეთებს უმნიშვნელოვანეს არჩევანს – არჩევანს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, არჩევანს, რომელიც შეეხება ყველა ოჯახს, ყველა ქალაქსა და ყველა სოფელს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„1 ოქტომბერი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ისე საზოგადოების თითოეული წევრისთვის. და ალბათ აქამდე არასოდეს არ ვდგარვართ ასეთი მკაფიო არჩევანის წინაშე იმიტომ, რომ 1 ოქტომბერი არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის. 1 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი მარტივ შეკითხვას – გვინდა თუ არა გავაგრძელოთ წინსვლა, თუ გვინდა დავიწყოთ უკუსვლა? გვინდა შევინარჩუნოთ თავისუფლება კრიმინალებისგან, თავისუფლება ქურდებისგან, ძალადობისგან, თუ თანახმა ვართ ისევ დავიდოთ ხელზე ბორკილები?“

„ეს არის დიდი არჩევანი და მე მჭირდება თქვენი დახმარება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენი ქვეყანა ძალიან შორს იყო ევროკავშირისგან და ნატოსგან“, – განაცხადა მან. „ჩვენ ახლა ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. არის ახლა დაყოვნების და უკან მობრუნების დრო? არა, ახლა წინსვლის დროა“.

ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, სადაც მონაწილეთა ნაწილი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩამოიყვანეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ციხის სკანდალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ უპასუხა ხელისუფლებამ ამას – ციხის თანამშრომლების დაპატიმრებით, სასჯელაღსრულების და შინაგან საქმეთა მინისტრების გადადგომით და სახალხო დამცველის სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნით. 

„მთავარია ის კი არა, მოხდება თუ არა, მთავარია ჩვენ როგორ ვუპასუხებთ და ჩვენ ვუპასუხეთ როგორც გაზრდილმა, ევროპულმა, თანამედროვე, 21 საუკუნის ქვეყანამ“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

აქციაზე ასევე გამოვიდა სიტყვით პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო კვლავ არჩევანის წინაშე დგას – დაბრუნდეს უკან, თუ წავიდეს წინ . მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს მტრებს სურთ, რომ კანონიერი ქურდები, კორუმპირებული ჩინოვნიკები და კრიმინალები დაბრუნდნენ ქვეყანაში.

„მე და ჩემი გუნდი ვიძლევით გარანტიას, რომ კანონიერი ქურდები აღარასდროს დაბრუნდებიან საქართველოში“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
71