Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკო: ამომრჩეველთა რაოდენობა 3 613 851 შეადგენს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 სექ.'12 / 15:14

(განახლება: მეოთხე აბზაცად დამატებულია ცესკოს განმარტება, რომელიც მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გაკეთდა)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 შეადგენს, რაც 52 327–ით ნაკლებია ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ დადგენილ საბოლოო მონაცემთან შედარებით.

სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩევლის რაოდენობა 3 666 178 შეადგენს. ეს მონაცემი თავის მხრივ მოიცავს ამომრჩეველთა ძირითად სიას 3 381 022 ოდენობით; ამას დამატებული 50 731 ამომრჩეველი მისამართის გარეშე; 187 648 რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი ამომრჩეველი; და 46 777 პრობლემური მისამართების მქონე ამომრჩეველი.

სიების დაზუსტების კომისიისა და ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს შორის სხვაობა, რაც 52 327 შეადგენს, სიების კომისიაში იმით ახსნეს, რომ შესაძლოა ცესკომ ვერ მოახდინა პრობლემური მისამართების მქონე ამომრჩევლების უბნებად გადანაწილება; ხოლო ცესკოში მკაფიო პასუხი ამ საკითხზე არ ჰქონდათ.

თუმცა, 29 სექტემბერს ცესკომ განმარტა, რომ "განსხვავება ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ დადგენილ საბოლოო მონაცემთან შედარებით შეადგენს 50 430-ს" და ეს ამომრჩევლები ამოღებული იქნენ სიებიდან, ვინაიდან ისინი ვერცერთ უბანს ვერ მიაკუთვნეს. 

არჩევნების დანიშვნის შემდეგ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ ცესკოს ოფიციალური მონაცემებით შემდეგი ცვლილებები განიცადა: 6 აგვისტოს მდგომარეობით იყო 3 621 256; 15 აგვისტოს მდგომარეობით – 3 613 747, ხოლო საბოლოო მონაცემებით 3 613 851 შეადგინა.

ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ოდესმე დაფიქსირებულა საქართველოში 1990 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩატარებულ შვიდ საპარლამენტო, ხუთ საპრეზიდენტო და ოთხ ადგილობრივ არჩევნებზე.

აქამდე ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა  – 3 594 810 – 1991 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაშინ დაფიქსირდა, როცა თბილისის კონტროლს ექვემდებარებოდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი; შემდეგ მოდის 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნები – 3 544 770 ამომრჩევლით.

ამასთან, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ოფიციალური ცნობით, საზღვარგარეთ გასულთა შორის აღრიცხულია 305 315 საქართველოს მოქალაქე, საიდანაც საზღვარგარეთ მყოფი 43 176 ამომრჩეველი საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება, ხოლო ერთიან სიაში სტატუსი „არის საზღვარგარეთ“ სულ 262 139 ამომრჩეველზეა მითითებული.

კომისიის ოფიციალური ცნობით, სიებში ასევე 206 795 იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე ამომრჩეველია; ხოლო 191 890 ადამიანი არის რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი.

ამასთან, ციხეებში ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ 2 125 პატიმარს ექნება ხმის მიცემის უფლება.

სიების დაზუსტების კომისიის ცნობით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსით 54 019 ამომრჩეველი სარგებლობს.

სიებში სულ 116 ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე ფიგურირებს, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოში და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. ასეთ პირებს საარჩევნო უფლება კონსტიტუციაში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის შეტანილი ცვლილებების გამო მიენიჭათ.

ცესკოს მიერ 26 სექტემბერს გამოქვეყნებულ მონაცემებში ამგვარი სტატუსების მიხედვით ინფორმაცია არ არის მოცემული, თუმცა სანაცვლოდ ამომრჩევლები დაყოფილია 73–ვე ოლქის მიხედვით. 

ყველაზე დიდი ოლქია ქუთაისი, სადაც 162 732 ამომრჩეველია დარეგისტრირებული; შემდეგ მოდის გლდანის ერთმანდატიანი ოლქი 154 898–ით და სამგორის ოლქი 154 621 ამომრჩევლით – სამივე ამ ოლქში 6 აგვისტოს მონაცემებთან შედარებით ამომრჩეველი მცირედით შემცირებულია, თუმცა გაზრდილია მათი ოდენობა  ყველაზე პატარა ოლქებში: ყაზბეგის ერთმანდატიან ოლქში 5 810 ამომრჩევლამდე და ლენტეხის ოლქში 5 988–მდე.

კანონმდებლობით, ცესკო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 5 დღით ადრე აქვეყნებს.

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31