Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
PACE–ს დელეგაციის წინასაარჩევნო შეფასებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 სექ.'12 / 13:55

წინასაარჩევნო გარემო 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ „კონკურენტულია“, რაც ამომრჩევლებს „მკაფიო ალტერნატივებს“ შორის რეალური არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს, თუმცა მზარდი „პოლარიზაცია და ანტაგონიზმი“ შეშფოთების წყაროს წარმოადგენს, განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციამ 12 სექტემბერს.   

PACE–ს ხუთკაციანი დელეგაცია, რომელსაც ქრისტიან–დემოკრატი დეპუტატი ლუკა ვოლონტე ხელმძღვანელობდა ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციიდან, საქართველოს 11–12 სექტემბერს სტუმრობდა ქვეყანაში წინასაარჩევნო სიტუაციის შეფასების მიზნით. დელეგაციამ ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.

დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები „გადამწყვეტი მნიშვნელობის“ იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლარიზაცია ჩრდილავს თავად საარჩევნო კამპანიას. „პარტიებმა ასეთი ნეგატიური კამპანიისგან თავი უნდა შეიკავონ და ფოკუსირება საკუთარი შეხედულებების და პარტიების პროგრამების შესახებ ამომრჩევლების ინფორმირებაზე უნდა მოახდინონ, მათი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად“, – ნათქვამია დელეგაციის განცხადებაში.

მან მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს და ხელისუფლებას „თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს“ საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ.

„ამავე მიზეზის გამო, დელეგაცია მოუწოდებს ყველა საარჩევნო სუბიექტს ნუ დააყენებენ არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ როდესაც არჩევნები ჯერ კიდევ არ ჩატარებულა“, – განაცხადა PACE–ს დელეგაციამ. 

დელეგაციამ მოუწოდა ხელისუფლებას „განაგრძოს თავისი ძალისხმევა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების აღმოსაფხვრელად“ და კიდევ ერთხელ გაიმეორა PACE–ს თანამომხსენებლების მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც დაგმობილი იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციისთვის „ქართულ ოცნებისთვის“ დაკისრებული არაპროპორიული ჯარიმები. მაშინდელი განცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ მან ამ ჯარიმების აღსრულება „გადადო“. PACE–ს დელეგაცია მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და მოუწოდა საარჩევნო სუბიექტებს „სრულად დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა“ და აღნიშნა რომ განცდა იმისა, რომ კანონი უსამართლო შეიძლება იყოს არ და ვერ გამოდგება კანონის დარღვევის გამამართლებელ საბუთად. 

დელეგაცია მიესალმა „must-carry“-ს პრინციპის შემოღების შედეგად მედია გარემოს პლურალიზმის კუთხით მიღწეულ „გაუმჯობესებას“. თუმცა, დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ ეს იურიდიულად სავალდებულო წესი არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდს არ მოიცავს და მოუწოდა ხელისუფლებას განიხილოს ამ წესის სავალდებულოდ დატოვების შესაძლებლობა არჩევნების დღესა და მის შემდეგაც.

„ამავე დროს, [დელეგაცია] აღნიშნავს, რომ საკაბელო ტელევიზია არ არის ფართოდ გავრცელებული საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში. ამიტომ, დელეგაცია მოუწოდებს ხელისუფლებას შეისწავლოს ყველა შესაძლებლობა მედიის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად იმ რეგიონებში, სადაც საკაბელო ტელევიზია არ მაუწყებლობს", – ნათქვამია განცხადებაში. 

PACE–ს დელეგაცია მიესალმა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მუშაობას ამომრჩეველთა ერთიანი სიის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას „საარჩევნო პროცესში საზოგადოების ნდობის ამაღლების კუთხით“.

 

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75