Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:50 - 31 მაი.'16
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დეპუტატებმა განიხილეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 მაი.'12 / 19:06

საქართველოში პასიური და აქტიური საარჩევნო უფლებით 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ასევე ისარგებლებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ის მოქალაქეები, რომლებიც დაბადებულები არიან საქართველოში, 10 წელი უცხოვრიათ და ბოლო 3 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში.

ამის შესახებ საუბარია კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტში, რომელიც დროებითი ნორმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე აძლევს უფლებას მონაწილეობა მიიღოს როგორც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო, ისე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 

ამასთან, პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, ნაცვლად კონსტიტუციით ამჟამად განსაზღვრული 25–წლიანი ასაკობრივი ცენზისა.

სწორედ ასაკის დაწევის საკითხზე იყო მარტის ბოლოს თავდაპირველად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება. მისი ერთთვიანი საერთო–სახალხო განხილვის სავალდებულო პროცედურა ახალი დაწყებული იყო, როცა 4 აპრილს ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ხელისუფლების უარის კვალდაკვალ, საპარლამენტო უმცირესობის წამყვანმა პარტიამ – ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისიას მიმართა წინადადებით, რაც ივანიშვილისთვის, როგორც საქართველოში დაბადებული საფრანგეთის მოქალაქისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას გააჩენდა.

თუმცა ქრისტიან–დემოკრატების წინადადება მხოლოდ დეპუტატად კენჭისყრის შესაძლებლობას ითვალისწინებდა და არა აქტიურ საარჩევნო უფლებას, რაც არჩევნებში ხმის მიცემას გულისხმობს – ეს დებულება დამატებულია პროექტის იმ ვარიანტში, რომლის პლენარულ სხდომაზე გატანასაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა მხარი.

ამასთან, მოქმედი კონსტიტუცია ასევე განსაზღვრავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუმცა ამ ნორმის შეცვლაზე პროექტის ტექსტში ამ ეტაპზე არაფერია ნათქვამი. 

„ჩვენ უნდა დავასრულოთ ყოველგვარი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ვინმეს უკრძალავენ არჩევნებში მონაწილეობას ან რაიმე პოლიტიკურ აქტიურობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს პავლე კუბლაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან.

იმისათვის, ივანიშვილმა სრულად ისარგებლოს ყველა იმ პოლიტიკური უფლებებით, რაც საქართველოს მოქალაქისთვის არის კანონმდებლობით გარანტირებული, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების გარდა საჭირო გახდება მთელი რიგი ცვლილებების შეტანა სხვადასხვა კანონებში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
31 მაი.'16 17:50
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს ბორდოში შეხვდა
კვირიკაშვილის თქმით, ფრანსუა ოლანდმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში „დახმარება აღგვითქვა“.
31 მაი.'16 15:53
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ სადავო ცვლილებებს ვეტო დაადო
ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნების შემდეგ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.
31 მაი.'16 12:16
იან კელი მთავრობას კორცხელის ძალადობაში მონაწილეების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს
ამ ტიპის პოლიტიკური ძალადობა „მხოლოდ დააზიანებს“ საარჩევნო გარემოს, განაცხადა აშშ–ის ელჩმა.
30 მაი.'16 17:48
ივანიშვილი: საგარეო კურსი ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება
თანამოქალაქეებისადმი ღია წერილში მან ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
30 მაი.'16 12:02
სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს
ანდრეი კისკა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 29 მაისიდან 2 ივნისამდე დარჩება.
30 მაი.'16 11:58
წინასწარი მონაცემებით, მშპ–ს ზრდამ აპრილში 4.3% შეადგინა
2016 წლის პირველ ოთხ თვეში საშუალო რეალური ზრდა 2.8% იყო.
28 მაი.'16 15:30
ვენეციის კომისიის მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ სადავო ცვლილებებზე
გადაწყვეტილების მიღების კვორუმის გაზრდა ზედმეტ ზომას წარმოადგენს და ამოღებულ უნდა იქნას, განაცხადა კომისიამ.
28 მაი.'16 13:33
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 4-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა
27 მაისს გამართული შეხვედრის მთავარი თემა ხურჩაში მომხდარი მკვლელობა იყო.
27 მაი.'16 20:40
ერთნაირი სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების საკონსტიტუციო აკრძალვაზე დებატები გაიმართა
უცნობი რჩება, როდის ან საერთოდ თუ დადგება კანონპროექტი კენჭისყრაზე.
26 მაი.'16 19:27
ცხინვალმა რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარება გადადო
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ რეფერენდუმისთვის უფრო შესაფერისი დრო 2017 წელი იქნება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2016, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44