Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:17 - 21 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ISAF-ში მონაწილეობა საქართველოს აშშ–თან სამხედრო თანამშრომლობის ‘ახალ ეტაპზე’ გადასვლას დაეხმარა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 თებ.'12 / 14:15

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის ოპერაციაში „ტყუილად არ ჩაუვლია“ და ამას აშშ–საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის „ახალ ეტაპზე“ გადასვლა მოყვა, რაც საქართველოს საკუთარი თავდაცვისუნარიონობის ამაღლებაში დაეხმარება.

სააკაშვილმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც მერილენდში, სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი მოინახულა: „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ ახლა მიღებულია გადაწყვეტილება სამხედრო თანამშრომლობა გადავიდეს საერთოდ ახალ, სხვა ეტაპზე და რეალურად დავკავდეთ საქართველოს საკუთარი თავის დაცვით“, არის საქართველოს ISAF–ში მონაწილეობის შედეგი.    

„საქართველოა ჩვენი მთავარი დასაცავი და საქართველოა ჩვენი მთავარი საზრუნავი და ეს ბიჭები ავღანეთში არიან საქართველოსთვის, პირველ რიგში“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

2 თებერვალს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, თუ რას ნიშნავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის „ახალი ეტაპი“, რაზეც პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ–ის ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საუბრობს, და ნიშნავს თუ არა ეს, რომ აშშ შეიარაღებას მიაწვდის საქართველოს.  

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა უპასუხა: „ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო შეთანხმდნენ განაგრძონ ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში“.

„ეს თანამშრომლობა იმ წარმატებულ პროგრამებზეა აგებული, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს, რათა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რეფორმების განხორციელებაში დავეხმაროთ – ის, რასაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ბევრ შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში ვაკეთებთ, მათ შორის საქართველოს მეზობლებთან – და თავდაცვის სფეროს მოდერნიზაციის საქმეშიც დავეხმაროთ, რათა მათ საკუთარ თავდაცვაში აღმოვუჩუნოთ მხარდაჭერა – ამრიგად, საუბარია თავდაცვაზე. და ასევე მხარი დავუჭიროთ იმ საქმეს, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში ასრულებენ და დავეხმაროთ მათ ნატოსთან თავსებადობას“, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

ასევე 2 თებერვალს პრეზიდენტი სააკაშვილი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა და „ბევრი აქტუალური საკითხი“ განიხილა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლე პრეს–რელიზში. ამავე ცნობით, გენერალმა პეტრეუსმა განაცხადა, რომ იგი „აღფრთოვანებულია ქართველი ჯარისკაცების მამაცობით და მათი მებრძოლი სულით“.  გენერალი პეტრეუსი ქართველ სამხედროებს ორ  ფრონტზე - ერაყსა და შემდეგ ავღანეთში ხელმძღვანელობდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
21 მაი.'13 20:17
მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, სააკაშვილი მთავრობას უკრაინული მაგალითის წინააღმდეგ აფრთხილებს
„ყველა უნდა დაფიქრდეს ამ დაპატიმრების პოლიტიკურ შედეგებზე“, განაცხადა მან. 
21 მაი.'13 19:44
სასამართლომ 17 მაისის ძალადობის გამო დაკავებული პირები დააჯარიმა და გაათავისუფლა
ოთხ პირს 100-100 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა ხულიგნობის გამო.
21 მაი.'13 18:21
ივანიშვილის კომენტარი მერაბიშვილის დაკავებაზე
„უნდა დაველოდოთ სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
21 მაი.'13 17:32
უსუფაშვილი 17 მაისის მოვლენებამდე პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადებით უკმაყოფილოა
მისი თქმით, ამ განცხადებამ წააქეზა კონტრდემონსტრანტები, რომ ლგბტ უფლებადამცველების წინააღმდეგ ემოქმედათ.
21 მაი.'13 16:14
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
პროკურატურის თქმით, მერაბიშვილი კორუფციული საქმიანობის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით დააკავეს, ხოლო უახლოეს პერიოდში 26 მაისის მოვლენებსა და გირგვლიანის საქმეზე წარედგინება ბრალი.
21 მაი.'13 11:59
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
„შეუწყნარებლობის ამგვარ ქმედებებს არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
21 მაი.'13 11:53
ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
შინაგან საქმეთა მინისტრი 21 მაისს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
21 მაი.'13 11:42
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
20 მაი.'13 20:40
ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰომოფობიური თავდასხმების გახშირების შესახებ აფრთხილებს
საქართველოში ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში აცხადებს, რომ მთავრობა 17 მაისის ძალადობის გამოძიებას „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება.
20 მაი.'13 18:56
იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე საკანონმდებლო პაკეტი გამოქვეყნდა
საერთო სასამართლოების კანონში და მისგან გამომდინარე სამ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი 20 მაისს მოაწერა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
63

Visitors
Since July 1, 2001