Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:20 - 23 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
იაკობაშვილი: ობამა–სააკაშვილის მოლაპარაკებები ‘ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 იან.'12 / 12:37

აშშ–ის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის 30 იანვარს თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრა „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს“, განაცხადა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილმა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, მხედველობაში მაქვს ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები“, – განუცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქცენტებს“ 29 იანვარს.

მისი თქმით, დღის წესრიგში უამრავი საკითხია, რომლებიც ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრაზე იქნება განხილული, მათ შორის ოთხი ძირითადი სფეროა – პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება და დემოკრატია.

„ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული მიღწევებიც“, – განაცხადა იაკობაშვილმა, რომელსაც აშშ–ში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2011 წლის თებერვლიდან უკავია.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მსგავსად, საქართველოს ელჩმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული დათქმა  აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის „ნორმალიზაციისკენ“ მოუწოდებს,  მათ შორის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის გზით, „წმინდა იურიდიული საკითხია“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესახებ და არ უნდა მოხდეს მისი იმგვარი ინტერპრეტირება, თითქოს ობამას ადმინისტრაცია საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების წინააღმდეგია.

„ჩვენ დაგვარწმუნეს ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ის კომენტარები [პრეზიდენტ ობამას მიერ გაკეთებული] არანაირად არ ეხებოდა საქართველოს“, – განაცხადა იაკობაშვილმა,
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ქართულ–ამერიკული ურთიერთობები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იქნება აყვანილი ახალ დონეზე".

„უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ იარაღის მიყიდვა, ეს არის მისი კომპონენტი და მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება პროგრესი; მაგრამ უფრო მთავარია, იარაღის მიყიდვა–გაყიდვაზე, სხვა კომპონენტები, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტია უნდა გახდნენ, მათ შორის პოლიტიკური საკითხები, როგორიცაა ნატოსთან ურთიერთობა, ნატოში ინტეგრაცია, ორმხრივი სამხედრო ურთიერთობები, რომელიც მარტო იარაღით, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება, აქ კიდევ სხვა მთელი რიგი საკითხებია“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა.

მან განაცხადა, რომ აშშ „საქართველოს თავდადებული მხარდამჭერია“,  მათ შორის მისი ნატოში მისწრაფების კუთხით და დასძინა, რომ ეს მხარდაჭერა ახლა „ზუსტად ისეთია“, როგორც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო.  

რაც შეეხება დემოკრატიას, იაკობაშვილმა განაცხადა: „ის, რაც ჩვენ გვესმის ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ისინი ძალიან სერიოზულად არიან კმაყოფილები იმ გარდაქმნებით, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში“.

„ამ პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ასეთი არჩევანი, რომელიც იქნება გაკეთებული ... იქნას უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე წინა – ეს არის ჩვენი ნაციონალური ინტერესები, რაც ემთხვევა ამერიკის ნაციონალურ ინტერესებს", – განაცხადა მან.

მისი თქმით, რაც შეეხება „დემოკრატიზაციის მეორე კუთხეს“ ამაზეც მნიშვნელოვანია საუბარი, რადგანაც „საქართველო მართლაც არის განხილული, როგორც დემოკრატიული ტრანსფორმაციის საუკეთესო მაგალითი ბოლო ათ წელიწადში“.    

„ის, რაც შეძლო საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში არის სამაგალითო; ვიღაცას თუ მიაჩნია, რომ დემოკრატია მარტო ერთი არჩევნებია, ძალიან ცდება. დემოკრატია უფრო პროცესია და ამ პროცესში საქართველოს აქვს ძალიან ბევრი თემა, რომელზეც შეუძლია იამაყოს“, – განაცხადა იაკობაშვილმა.

გარდა აშშ–ის პრეზიდენტთან შეხვედრისა, ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილი ასევე შეხვდება კონგრესის ათობით დემოკრატ და რესპუბლიკელ წევრს, ასევე მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინგლისურენოვან პრეს–რელიზში.

სამშაბათს სააკაშვილი სიტყვით გამოვა მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაციაზე  სახელწოდებით „კორუფციის დაძლევა საჯარო სამსახურებში – საქართველოს რეფორმების ქრონიკა“ (Fighting Corruption in Public Services - Chronicling Georgia’s Reforms). ოთხშაბათს იგი აშშ–ის მშვიდობის ინსტიტუტში ისაუბრებს თემაზე „პოსტ–რევოლუციური საზოგადოებები და რა მოყვება არაბულ გაზაფხულს“ (Post-Revolutionary Societies and What Comes After the Arab Spring).

უახლესი ამბები
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.
23 მაი.'13 13:33
ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა
„მიმდინარეობს აშკარად პოლიტიკური დევნა“, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
23 მაი.'13 12:29
პატრიარქი სინანულს გამოთქვამს 17 მაისს სასულიერო პირების ‘უზრდელი’ ქცევის გამო
საპატრიარქოს განცხადებით, აგრესიულ ქმედებებში მონაწილე რამდენიმე სასულიერო პირმა მთელ ეკლესიას მიაყენა ზიანი.
23 მაი.'13 11:21
მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
22 მაი.'13 21:15
სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და კახეთის გუბერნატორისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.
22 მაი.'13 19:52
სააკაშვილი: 'დღეს ვასამართლებთ საქართველოს უახლოეს ისტორიას'
მისი თქმით, მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი არის „გზასაგასაყარი იმისა, თუ საით წავა საქართველო“. 
22 მაი.'13 17:12
ევროკავშირის რეაქცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებაზე
ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეებს და მოელის, რომ „ის სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად“ წარიმართება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
65

Visitors
Since July 1, 2001