Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:40 - 23 ივნ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: 'პუტინთან სალაპარაკოდ მუდმივად მზად ვარ'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ოქტ.'11 / 22:54

რუსეთის დღევანდელ პრემიერ–მინისტრთან, ვლადიმერ პუტინთან, რომელიც კვლავ აპირებს რუსეთის სათავეში პრეზიდენტად დაბრუნებას, „სალაპარაკოდ მუდმივად მზად ვარ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“პუტინი არსად არ წასულა, მაგრამ რადგან ახლა ოფიციალურად მოვიდა უკან, მასთანაც სალაპარაკოდ მუდმივად ვარ მზად. მაგრამ ლაპარაკი ეფუძნება ორი თანასწორი ერის ლაპარაკს და არა იმას, რომ ჰგონია მას რომ აქ კუთხეში მიგვაჭედებს, გადაგვივლის, მოგვისყიდის, შიგნიდან ძირს გამოგვითხრის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 7 ოქტომბერს საღამოს „რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

„ვერაფერსაც ვერ გამოგვითხრის. ეგეთები გაგვივლია და ეგეთებს გავმკლავებივართ“, – დასძინა მან.

სააკაშვილის თქმით, პუტინთან დიალოგის მზადყოფნის შესახებ მან ფრანგ კოლეგასთან ორსაათიანი საუბრის დროსაც განაცხადა. ნიკოლა სარკოზიმ თბილისში თავის საჯარო გამოსვლაში საქართველოსა და რუსეთს დიალოგისკენ და შერიგებისკენ მოუწოდა.

სააკაშვილმა მოიყვანა პუტინის ინიციატივა ევრაზიის კავშირის ჩამოყალიბების შესახებ, რაც უნდა დაეფუძნოს რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირს პოსტ–საბჭოთა სივრცეზე შემდგომი გაფართოვების გზით.

„პუტინმა ხომ თქვა რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა ევრაზიის კავშირის სახით. დღეს როგორც სარკოზიმ თქვა საბჭოთა კავშირი ვეღარ აღდგება, ვეღარ აღდგება. რაც უფრო ჩქარა გაიგებენ ამას, მით უფრო უკეთესია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს განსხვავებული სიტუაციაა 1921 წლისგან, როცა „ევროპამ გაყიდა საქართველო“.

„დღეს სარკოზის ვიზიტი ნიშნავს, რომ გაყიდვების და ჩაბარებების დრო დამთავრდა, იგივეს ნიშნავს ამერიკის განცხადებები, იგივეს ნიშნავს ის, რომ მთელ მსოფლიოში დაძრწის რუსეთი და პრაქტიკულად ვიღაც სრულიად მეათეხარისხოვანი რაღაც წარმონაქმნების გარდა, ვერსად ვერ მოიპოვა მხარდაჭერა, იმიტომ, რომ იმის ლეგალიზება, რაც მან ჩაიდინა საქართველოში არის შეუძლებელი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“ჩვენ რუსების წინააღმდეგ რა გვაქვს, მაგრამ თავი დაგვანებონ, გვაღიარონ, წაიყვანონ თავისი ჯარები და თუ ჯარებს წაიყვანენ, შეუძლიათ შემოიყვანონ რამდენი ტურისტიც უნდათ, ისიამოვნონ და იარონ“, – განაგრძო მან, „მაგრამ ჩვენ ჩვენი მიწა დასათმობი მათთვის არ გვავქვს“.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ იმის ილუზია, რომ „რუსეთი ხელს არ აიღებს ჩვენი ძირის გამოთხრაზე და აქ მეხუთე კოლონის ძებნაზე“ და „დაგვივიწყებენ“, არავის არ აქვს, მაგრამ „მეორეს მხრივ, არც იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ისინი ამას ბოლომდე მიიყვანენ“.  

მან განაცხადა, რომ „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოში ხელების ფათური, საქართველოს დესტაბილიზაცია“ და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ამის „არ ეშინია“. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
23 ივნ.'17 17:40
პარლამენტმა სადავო საკონსტიტუციო ცვლილებები პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო
საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის პირობებში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მმართველი გუნდის 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
23 ივნ.'17 11:50
მოსკოვი ცხინვალს ‘საინვესტიციო’ დაფინანსებას უმცირებს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის 90%, 2017 წლის მდგომარეობით, რუსეთის მიერ იყო სუბსიდირებული.
22 ივნ.'17 19:13
დანაშაულების ტალღამ სოხუმში საზოგადოების პროტესტი გამოიწვია
საზოგადოება სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებისგან „უკანონობის“ შეჩერებას ითხოვს.
21 ივნ.'17 17:20
ევროპარლამენტარი: მუხთარლის საქმე ‘ძალიან საგანგაშოა’
რებეკა ჰარმსმა აზერბაიჯანსა და საქართველოში „დამოუკიდებელი გამოძიების“ ჩატარებისკენ მოუწოდა.
21 ივნ.'17 17:01
საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფორმაზე პლებისციტის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს
მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ მთავრობის კანცელარიაში 150 000 ხელმოწერა წარადგინა.
21 ივნ.'17 15:47
ვენეციის კომისია საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესახებ
ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსაზრება 19 ივნისს გამოაქვეყნა.
21 ივნ.'17 13:19
ჯანელიძემ ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო
ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ფედერიკა მოგერინის თავმჯდომარეობით გაიმართა.
20 ივნ.'17 20:24
PACE-ს მომხსენებელი მედიის თავისუფლების საკითხებში მუხთარლის საქმეზე კომენტარს აკეთებს
ვოლოდიმირ არიევმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
20 ივნ.'17 19:12
კვირიკაშვილი მუხთარლის საქმეზე კომენტარს აკეთებს
მისი თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე „წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი“.
20 ივნ.'17 18:11
მარგველაშვილმა პარლამენტის თხოვნა რიგგარეშე სხდომის დანიშვის თაობაზე არ დააკმაყოფილა
პრეზიდენტმა მოუწოდა პარლამენტს განაგრძონ მუშაობა „ერთიანი თანხმობის დოკუმენტის“ შესაქმნელად.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
83