Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:57 - 29 მარ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ახალ საკონსტიტუციო მოდელზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 აგვ.'10 / 13:13

შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები "ევროპული მოდელის“ ელემენტებს შეიცავს, რომლის მიხედვით, ვერავინ, "მათ შორის ვერც მე, ვერ შეძლებს საქართველოს  ერთპიროვნულ მართვას,“ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 აგვისტოს რუსულ რადიოსადგურ "ეხო მოსკვი“–სთან ინტერვიუში. 

სააკაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჰკითხეს ოპონენტების ბრალდებებზე, რომ მან საკონსტიტუციო რეფორმა თავის თავზე მოირგო, რათა 2013 წელს მისი მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის შემდეგაც დარჩეს ხელისუფლებაში პრემიერ–მინისტრის რანგში.

"მე არასდროს დამიმალავს ჩემი ზრახვები, რომ რეფორმატორების ჯგუფი უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. ეს არის მთავარი. თუ პოლიტიკურ პერსონებზე ვსაუბრობთ, მე არასდროს ვყოფილვარ ცალკე აღებული პიროვნება, მე ყოველთვის წარმოვადგენდი იმ ჯგუფს და ჩვენ ყოველთვის ამ ჯგუფში ვმუშაობდით.“

"რა თქმა უნდა, მინდა, რომ ეს გუნდი, როგორც რეფორმატორთა იდეოლოგია, დარჩეს ხელისუფლებაში. მინდა, რომ ის გაფართოვდეს. მინდა, რომ ძალების, საღი აზრის, და ოპოზიციის ინტეგრირება მოხდეს ამ სისტემაში, მაშინ მათ არ ვეყვარებით, მაგალითად მე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მაგრამ მათ ეცოდინებათ ძირითადი პრინციპები, რომლებზეც მე ვსაუბრობ – არაკორუმპირებული, თანამედროვე, მოდერნიზებული საზოგადოება, რომელიც მომავალზე იქნება ორიენტირებული – ამ რეგიონის შვეიცარია სინგაპურის ელემენტებით. და ბუნებრივია, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ.“

"ჩვენ ერთად ვმუშაობთ კონსტიტუციის შეცვლაზე, რომელსაც, პრინციპში, ევროპული მოდელის, ლიბერალური მოდელის ელემენტები შემოაქვს საქართველოში, რომელიც, როგორც მე მიმაჩნია, რეფორმების ამ ეტაპზე ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის და მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენ ხალხს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

"თავად ეს მოდელი გამორიცხავს ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსის ერთმმართველობას, ვინაიდან რეალურად ხელისუფლება არა მხოლოდ იყოფა მათ [ხელისუფლების შტოებს] შორის, ფაქტიურად არ იქნება მმართველობის ერთი ცენტრი. მე წინააღმდეგი ვარ, თუმცა ამას ზოგიერთი ევროპელი ექსპერტი გვირჩევს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ნიველირება მოვახდინოთ. თუმცა, ამავე დროს მინდა, რომ პარლამენტმა მეტი ძალაუფლება და კონტროლი აიღოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წილი საქართელოს მართვაში“. 

"ეს მეტ სტაბილურობას მოიტანს, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება რეფორმების პროცესში და ეს რეფორმები უფრო მყარი და შეუქცევადი გახდება,“ – განაცხადა მან.

"ამრიგად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვერც ერთი ადამიანი საქართველოში, ჩემი ჩათვლით, ვერ შეძლებს საქართელოს მართვას ერთპიროვნულად,“ – დასძინა მან.

"როგორც უკვე ვთქვი, მინდა რომ რეფორმატორების ჯგუფი ხელისუფლებაში დარჩეს და მე ამაზე ვიმუშავებ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რაც შეეხება პირადად მას, მისი მეორე ვადის ამოწურვამდე მისი ყურადღება რეფორმების შეუქცევადობაზე იქნება კონცენტრირებული.

სააკაშვილის თქმით, იგი აპირებს, რომ ყველა ეს რეფორმა, მათ შორის ინფრასტრუქტურის, განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ინსტიტუციური განვითარება და საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაცია, შეუქცევადი გახადოს 2013 წლისთვის.

"ამიტომ, ვინაიდან ყველა ამ გეგმას 2013 წლისთვის ვსახავ, ისინი იმაზეა გათვლილი, რომ ჩემი ამბიციები მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული. მთავარი, რა თქმა უნდა, სხვა ამბიციაა – ეს, როგორც უკვე ვთქვი, ისაა, რომ ყველა ეს რეფორმა შეუქცევადი გახდეს; რომ რეფორმატორების იდეოლოგიის მქონე გუნდმა კვლავ დომინირებული როლი ითამაშოს საქართველოში, რომ არავინ არ გაივლოს ფიქრებშიც კი მათი [რეფორმების] შემობრუნება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
29 მარ.'17 18:57
საქართველოს შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულმა სხდომამ რუსეთი გააღიზიანა
გაეროში რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა თბილისი ჟენევის დისკუსიებისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.
29 მარ.'17 15:28
გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოზე იმსჯელა
უშიშროების საბჭოში სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე დახურული სხდომა გაიმართა.
29 მარ.'17 14:05
კვირიკაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა
შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების აღსანიშნავად საქართველოს ოფიციალური პირები ათენსა და ბრიუსელს ესტუმრნენ.
29 მარ.'17 12:16
ათენში პრემიერ-მინისტრი საქართველოს ევროპულ ფესვებზე საუბრობს
საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ამოქმედების აღსანიშნავად ოფიციალური პირები ათენში გაემგზავრნენ.
28 მარ.'17 17:29
ევროკავშირის და საქართველოს ოფიციალური პირები უვიზო მიმოსვლას Twitter-ზე ეხმიანებიან
საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის ვიზები აღარ სჭირდებათ.
28 მარ.'17 16:41
უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპულ ამბიციებს აძლიერებს
„ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
28 მარ.'17 14:32
შინაგან საქმეთა მინისტრი უვიზო რეჟიმის დარღვევის პრევენციულ ზომებზე საუბრობს
ქართველი მესაზღვრეები „დეტალურად“ გაესაუბრებიან იმ მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ქვეყნებში მიემგზავრებიან.
28 მარ.'17 12:40
საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ზეიმობს
საქართველოს ოფიციალური პირები ათენსა და ბრიუსელში გაემგზავრნენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების აღსანიშნავად.
27 მარ.'17 17:02
სეპარატისტულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა
საპარლამენტო მანდატების 86 პროცენტი დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოიპოვეს.
27 მარ.'17 12:42
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ‘დაუყონებლივ შესვლის’ უფლებას ითხოვს
რეზოლუცია 18 ხმით მიიღეს 5-ის წინააღმდეგ, 24-მა კი თავი შეიკავა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
73