Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:27 - 18 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი მოხსენება არჩევნების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 მაი.'10 / 18:00

30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საერთაშორისო სტანდარტების შესრულების მხრივ ”აშკარა პროგრესი” აღინიშნა, თუმცა ”მნიშვნელოვანი ხარვეზები” კვლავ რჩება, განაცხადა არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 31 მაისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში არჩევნების წინასწარი შედეგების და დასკვნების შესახებ.

კითხვაზე იყო, თუ არა ადგილობრივი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოდრი გლოვერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეუთო აღარ იყენებს ამ ფორმულირებას - ”თავისუფალი და სამართლიანი” - როდესაც არჩევნებს აფასებს, რადგანაც ამგვარი შეფასება ზუსტი არ არის და სულაც არ ეხმარება ქვეყნებს იმის გაგებაში, თუ როგორ გააუმჯობესონ არჩევნები მომავალში; ამის ნაცვლოდ, ეუთო აფასებს თუ რამდენად იყო ჩატარებული არჩევნები ეუთოს და ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების და ასევე ქვეყნის შიდა კანონმდებლობის შესაბამისობაში, განაცხადა მან.     

”ჩვენი აზრით, ეს არჩევნების შეფასების უკეთესი გზაა,” - განაცხადა გლოვერმა და დასძინა, რომ ეუთომ უარი თქვა ”ამ გამზადებულ, სწრაფ შეფასებაზე როგორიცაა ’თავისუფალ და სამართლიან’.” 

მოხსენებაში საუბარია საკანონმდებლო ბაზის და მისი განხორციელების ნაკლოვანებებზე, ასევე არათანაბარ პირობებზე და არჩევნების გაყალბების ცალკეულ შემთხვევებზე.

მოხსენების თანახმად, არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების 96%-ში წარმოებული ხმის მიცემის პროცესი პოზიტიურად შეფასდა.

თუმცა, დამკვირვებლებმა ”უფრო ნეგატიურად” ხმების დათვლის პროცესი შეაფასეს. საშუალოდ ხუთიდან ერთ შემთხვევაში ხმების დათვლის პროცესი შეფასდა, როგორც ”ცუდი ან ძალიან ცუდი”, და ”მნიშვნელოვანი პროცედურული შეცდომები და გამორჩენები იქნა დაფიქსირებული ხმების დათვლის შემთხვევებიდან ერთ მეოთხედზე მეტ შემთხვევაში”, ნათქვამია მოხსენებაში.

საშუალოდ ხუთი საუბნო საარჩევნო კომისიიდან ერთში დაფიქსირდა პრობლემები ოქმების შევსების დროს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების ერთ მესამედზე მეტში ოქმები არ გამოქვეყნებულა, მიუხედავად იმისა რომ ამას კანონი ითხოვს. დამკვირვებელთა ინფორმაციით, ისინი ”ხშირად” აფიქსირებდნენ ხმის დათვლის პროცესში მონაწილე პირებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არ იყვნენ, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების თითქმის 50%-მა ხმის დათვლის ოქმები შევსებისთანავე არ გადააგზავნა ცესკოში, ნათქვამია მოხსენებაში.

იმ 43 საოლქო საარჩევნო კომისიიდან, რომელთა მუშაობასაც აკვირდებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, 5-ში წარმოებული ხმების შეჯამების პროცესი ”ნეგატიურად” შეფასდა. მოხსენების თანახმად, დამკვირვებლებს ”ზოგჯერ ხელს უშლიდნენ დაკვირვებაში”, ხოლო ერთ-ერთი შემთხვევის დროს მისიის სადამკვირვებლო ჯგუფს უბნის ”დატოვება მოუხდა მუქარის გამო” - მოხსენებაში ამ შემთხვევის დეტალები არ განიხილება.

მოხსენების თანახმად, მაშინ როცა ყოველთვის ვერ ხდებოდა იმ ბრალდებების დასაბუთება, რომ ოპოზიციის კანდიდატებზე ხდებოდა ზეწოლა და დაშინება მათი კანდიდატურების მოხსნის მიზნით, დამკვირვებლებმა რამოდენიმე ასეთი განცხადება დამაჯერებლად ჩათვალეს.   

არჩევნების საერთაშორიო სადამკვირვებლო მისიამ ”მრავალი წყაროსგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნესმენებს გართულებების შიშით არ სურდათ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის ფინანსური დახმარების გაწევა”.

”ეს სერიოზული საკითხია იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა პარტიების ხელთ არსებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის განსაზღვრული ფინანსური შესაძლებლობები განსხვავებულია,” - ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, მიუხედავად ”სისტემური უწესრიგობებისა” არჩევნების დღეს, მთლიანობაში არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული. 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნები პროფესიონალურად, გამჭირვალედ და ყველა მხარის მონაწილეობით წარმართა” და მნიშვნელოვანი მცდელობები განახორციელა ამომრჩეველთა სიის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

რაც შეეხება საკანონმდებლო ბაზას, მოხსენებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო კოდექსი ზოგადად ადეკვატურია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის. ”ის დებულებები, რომლებიც გარკვეული საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში შეუზღუდავი მონაწილეობის და ასევე საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა, არ უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის,” - ნათქვამია მოხსენებაში.

მისიამ ბოლო ექვსი კვირის მანძილზე მედია მონიტორინგი განახორციელა. მოხსენების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ”ახალი ამბების გამოშვებებში საკუთარ მაყურებელს საარჩევნო კამპანიის მთლიანობაში
დაბალანსებულ სურათს აწვდიდა”.

”თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება სხვა სატელევიზიო არხების მიერ, რომელთა მონიტორინგსაც მისია ახორციელებდა, არ იყო დაბალანსებული,” - ნათქვამია მოხსენებაში.

ტელეკომპანიები ”რუსთავი 2”, ”იმედი”, ”აჭარა” და ”რეალ TV” მმართველ პარტიას და მის მერობის კანდიდატს უცხადებდნენ მხარდაჭერას, ხოლო რეალ TV ”ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტირებისკენ” მიმართულ პროგრამებსაც ამზადებდა. თბილისში მაუწყებელი ტელეკომპანიები ”კავკასია“ და ”მაესტრო“ პირიქით ოპოზიციის, განსაკუთრებით ალიანსი საქართველოსთვის, პლატფორმის როლს ასრულებდნენ, ნათქვამია მოხსენებაში.  

”ეს არჩევნები გამოირჩეოდა აშკარა გაუმჯობესებით და ხელისუფლების მცდელობებით მოეგვარებინა პროცესის დროს წარმოშობილი პრობლემები. ახლა დროა არსებული ხარვეზები გამოსწორდეს და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა შემდეგი არჩევნებისთვის ჯერ კიდევ არსებული ხარვეზებიც დაიძლიოს,” - განაცხადა OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოდრი გლოვერმა.

უახლესი ამბები
18 მაი.'13 16:27
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ‘შოკირებულია’ თბილისში ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის გამო
ჰოლანდიის მთავრობამ საქართველოს ელჩი დაიბარა „უკმაყოფილების“ გამოსახატავად.
18 მაი.'13 15:21
მაია ფანჯიკიძემ კრაკოვში შეხვედრები გამართა
მან აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა; ასევე კეტრინ ეშტონს შეხვდა.
18 მაი.'13 13:09
სააკაშვილი: მთავრობამ არ უნდა დაუშვას ძალადობის ფონის მომატება
მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა ხელს უწყობს ყველა ტიპის ძალადობის ზრდას ქვეყანაში.
17 მაი.'13 21:21
პოლიციას ძალადობის აღკვეთაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებენ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია უსუსური იყო დაეცვა ლგბტ აქტივისტების და მათი მომხრეების აქცია.
17 მაი.'13 21:04
პატრიარქი: ეკლესია ემიჯნება ძალადობას, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება
ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს დაშლისკენ მოუწოდა.
17 მაი.'13 20:44
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოთხი სასესიო დღის განმავლობაში განხილვის ხანგრძლივი პროცედურა.
17 მაი.'13 19:59
ივანიშვილი ძალადობას გმობს
დამნაშავეებს „კანონის შესაბამისად მოექცევიან“, ნათქვამია პრემიერ–მინისტრის წერილობით განცხადებაში.
17 მაი.'13 19:52
პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და აჭარის ტელევიზიის რეფორმირებას, სავალდებულო ტრანზიტს და მაუწყებელთა მეტ ფინანსურ გამჭირვალობას ეხება.
17 მაი.'13 19:35
ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა
პარლამენტმა თანმობა მისცა ქაბულში განთავსებული ქართული ოცეულის ფრანგული სარდლობიდან აშშ-ის კონტიგენტის დაქვემდებარებაში გადასვლას.
17 მაი.'13 19:01
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში დაპირისპირების დროს 28 ადამიანი დაზიანდა
სერგეენკოს თქმით, ერთი გარდა, ყველა დაზიანება არის "მსუბუქი".

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46

Visitors
Since July 1, 2001